მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

news image
mbc image

„საქართველოსა და იაპონიას შორის არსებობს ძალიან მეგობრული, პარტნიორული,  ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ხაზგასასმელია ის ძალისხმევა, რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ამ ურთიერთობის კიდევ უფრო  გაძლიერებისთვის" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან  იოშიკაცა იუუმთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ლევან დავითაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც  საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს აღიარა და მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს, იყო სწორედ იაპონია. მისივე თქმით,  საქართველო დაინტერესებულია   იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავებით, რისთვისაც  აქტიურად იყენებს ყველა პლატფორმას და ინსტრუმენტს, რომლებიც  ხელს შეუწყობენ ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცებას.

 

შეხვედრაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობასა და იმ სარგებელზე, რასაც ნავსადგურის ამოქმედება მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, ხაზი გაესვა ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის მიმდებარედ წარმოების, ასევე ლოგისტიკური სერვისების განვითარებას. 

 

ვიცე-პრემიერმა იაპონურ მხარესთან ერთად ასევე განიხილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ისაუბრა განახლებად ენერგოპოლიტიკაზე, რომელიც, ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრმა სტუმრებს დეტალურად წარუდგინა საქართველოს მთავრობის ხედვა, რეფორმები  და ის პროექტები, რომლებიც ენერგეტიკის დარგში ხორციელდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იაპონური კომპანიები დიდ დაინტერესებას გამოხატავენ საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებისა და ერთობლივი პროექტების შექმნა-განვითარების კუთხით, მათთვის აგრეთვე საინტერესოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი.

 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს - 2023 წლის სამი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და იაპონიას შორის  62%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, ზრდა  57%-ია. ზრდის კარგი ტენდენციები ფიქსირდება ასევე პირდაპირი ინვესტიციებისა და ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროში იაპონიის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ლევან დავითაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი ესწრებოდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა