ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერა-ში ლიბერთის ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლება მოქმედებს
სხვა სიახლეები
3 ფაქტორი, რამაც ბოლო წლებში გლობალური ეკონომიკის ტენდენცია განაპირობა - დეტალები
21.08.2026.08:57
S&P Global Market Intelligence 2026 წლის აგვისტოს გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მიმოხილვას და განახლებას აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ეკონომიკური მდგრადობის კიდევ უფრო მკაფიო ნიშნებს - მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპები, ძირითადად, მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. ამასთან, ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებას - S&P Global-ის PMI (S&P Global’s Purchasing Managers Index) მონაცემებში ფასების ზრდის წნეხი მცირდება, ხოლო ძირითადი ინფლაციის მაჩვენებლები უმეტეს მსხვილ ეკონომიკებში შედარებით სტაბილურია.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ უახლოეს პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკის შემცირებას, თუმცა ცალკეული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივები კვლავ განსხვავებულია.
აღნიშნული შეფასებით, 2026 წლის გლობალური რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2.4%-ს შეადგენს, რაც კვლავ ჩამორჩება თებერვალში, კონფლიქტის დაწყებამდე, გაკეთებულ პროგნოზს. ამასთან, S&P Global Energy-ის საბაზისო სცენარი 2026 წლის ბოლოს ბრენტის ნავთობის ფასს ბარელზე 87 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს.
,,ბოლო წლებში გლობალურმა ეკონომიკურმა პირობებმა სამი მნიშვნელოვანი უარყოფითი შოკის მიმართ გამორჩეული მდგრადობა გამოავლინა. ეს შოკებია: 2022 წელს რუსეთ - უკრაინის კონფლიქტი, 2025 წელს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება და მიმდინარე წელს აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში სხვა დადებითმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო აღნიშნული სამი შოკის უარყოფითი გავლენის შემსუბუქებას ან კომპენსირებას. კერძოდ, 2022 წელს ეს იყო პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აქტივობის ძლიერი აღდგენა, 2025 წელს - ინფლაციის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ხოლო მიმდინარე წელს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი”, - წერს S&P.