მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

Lion Finance Group-ი, როგორც დიდი ბრიტანეთის ყველაზე წარმატებული ფინანსური ჯგუფი - Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს

news image
mbc image

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი Lion Finance Group-ზე სტატიას აქვეყნებს, და ჯგუფს დიდი ბრიტანეთის საბანკო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ განიხილავს. ამასთან, FT ხაზს უსვამს კომპანიის შთამბეჭდავ საფონდო შედეგებს, ტექნოლოგიურ ეფექტიანობასა და რეგიონულ გაფართოების სტრატეგიას. FT აღნიშნავს, რომ Lion Finance-ის შედეგები ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბანკის დაბალ ხარჯთეფექტურობაზე, მაღალ მომგებიანობაზე და იმ ფაქტზე, რომ ჯგუფი საქართველოსა და სომხეთის სწრაფად მზარდ ეკონომიკებზე აკეთებს ფსონს. სტატიაში ასევე საუბარია კომპანიის გეგმებზე, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ახალი ბანკების შეძენის მიმართულებით.

,,ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილმა ბანკების უმეტესობამ ბოლო წლებში კარგი შედეგები აჩვენა, თუმცა საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ბანკი დიდი ბრიტანეთის არცერთ მთავარ ქუჩაზე არ მდებარეობს. საქართველოს ბაზარზე დაფუძნებული კრედიტორის Lion Finance-ის აქციები 2021 წლიდან მნიშვნელოვნად იზრდებოდა, რითაც მან ევროპის მასშტაბით Stoxx 600-ის ყველა ბანკს აჯობა და წელს FTSE 100-ის ინდექსშიც შევიდა.

კომპანია, ლონდონის ბირჟაზე 2006 წელს განთავსდა და გახდა პირველი სამხრეთ კავკასიიდან, რომელმაც ეს შეძლო. 2024 წელს ია სომხეთში გაფართოვდა Ameriabank-ის 304 მილიონ დოლარად შეძენის ტრანზაქციით. FTSE 250-ის ინდექსში 2012 წელს შესვლის შემდეგ, Lion-ის აქციონერთა მთლიანმა შემოსავალმა ამ ინდექსის საშუალო მაჩვენებელს თითქმის ათჯერ გადააჭარბა.

ერთგვარად, ეს კლასიკური განვითარებადი ბაზრების ისტორიაა - ფსონი ორ სწრაფად მზარდ, თუმცა პოტენციურად არასტაბილურ ეკონომიკაზე. IMF-ი 2026 წელს ორივე ქვეყნის ეკონომიკის 5%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებს, მაშინ როცა Lion Finance-ის შეფასებით, ირანში ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება. შედარებისთვის, IMF ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთისთვის დაახლოებით 1%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

თუ საინვესტიციო არგუმენტი მხოლოდ ეს იქნებოდა, ბაზარზე უფრო იაფი ალტერნატივებიც მოიძებნებოდა. მათ შორისაა კიდევ ერთი ქართული ბანკი - TBC Bank. მაგრამ Lion Finance Group განსაკუთრებულად ეფექტიანია, ნაწილობრივ ტექნოლოგიებში მასშტაბური ინვესტიციების გამო. გასულ წელს ბანკის ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობა 36% იყო, ხოლო პირველ კვარტალში კაპიტალის ამონაგებმა (ROE) 28% შეადგინა. შედარებისთვის, European Banking Authority-ის მონაცემებით, ევროპული ბანკების საშუალო მაჩვენებლები დაახლოებით 50% და 11%-ია.

Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ცდილობს, წარმატების ეს მოდელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებშიც გაიმეოროს სტაბილური, თუმცა შედარებით ნაკლებად მოქნილი მოქმედი ბანკების შეძენის გზით. Ameriaban-ი ამ სტრატეგიის პირველი სატესტო შემთხვევა იყო. გასულ წელს Lion Finance Group -მა HSBC-ის მალტური ბიზნესისთვის ბრძოლაში ვერ გაიმარჯვა, თუმცა Blackstone-ის ბალტიური ბანკი Luminor უფრო მასშტაბური აქტივია და ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომელიც კომპანიისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ინვესტორს განვითარებადი და სასაზღვრო ბაზრების აქციების თავისებურებები იზიდავს და ბოლო პერიოდში ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით წარმატებულიც აღმოჩნდა, მათთვის დივერსიფიკაციაც მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. Citigroup-ის მონაცემებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე ფოკუსირებული ბანკები მომავალი წლის მოგების საშუალოდ ცხრაჯერად კოეფიციენტზე ივაჭრებიან, მაშინ როცა Lion Finance Group -ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ ექვსია.

გამოწვევა ისაა, რომ საზღვრებს მიღმა მოქმედი საბანკო ჯგუფების შექმნა რთულია. მსოფლიოს უმსხვილეს ბანკსაც კი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით JPMorgan Chase დაბრკოლებები შეექმნა გერმანიაში საცალო საბანკო ოპერაციების გაფართოების მცდელობისას. ლონდონიდან დანახული სასაზღვრო ბაზრები შესაძლოა ერთმანეთს ჰგავდეს, თუმცა ახლოდან ისინი ხშირად მკვეთრად განსხვავდებიან რეგულაციების, კულტურისა და პოლიტიკის თვალსაზრისით.

თუ Lion Finance Group წარმატებას მიაღწევს, ერთ-ერთი ბენეფიციარი London Stock Exchange იქნება. 2006 წელს ბრიტანეთის დედაქალაქი ევროპის პერიფერიიდან მომავალი კომპანიებისთვის დეფოლტურ საფონდო ბაზარს წარმოადგენდა, მაშინ როცა დღეს ლონდონს ახალი კომპანიების მოზიდვა თითქმის ნებისმიერი რეგიონიდან უჭირს. ლონდონის ბირჟაზე წარმატებული კომპანია, რომელსაც თავად ლონდონთან პრაქტიკულად არაფერი აკავშირებს, მხოლოდ დადებითი ფაქტორი შეიძლება იყოს”, - წერს FT სტატიაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას - ინგა ფხალაძე

17.09.2026.20:13

„ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხედვას ეფუძნება 2036 წლის გენერაციის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდა, რომელიც ჯამში 11500 მეგავატს უნდა მიუახლოვდეს.

„პარალელურად, მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას. საქართველოს ამისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი გააჩნია. დღეს სისტემას დაახლოებით 4780 მეგავატი დადგმული სიმძლავრე აქვს და აქედან 3500 მეგავატი ჰიდროენერგიაზე მოდის. შემდეგი კი გახლავთ მზე და ქარი, რომლებიც დივერსიფიკაციის გამოხატულება არის ენერგეტიკაში. დღეს გვაქვს 312 აქტიური პროექტი, რაც, ფაქტობრივად, 6000 მეგავატის სიმძლავრეს გულისხმობს, საიდანაც არის 1530 მეგავატი ჰიდრო, 2340 მეგავატი ქარი და 2090 მეგავატი მზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ ერთი წყაროს განვითარებას არ დაუთმობს" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა