მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა $100 მილიონი მოცულობის ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა

news image
mbc image

Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა პირველად გამოშვებული მუდმივი ობლიგაციები სრულად განათავსა , რომლის საერთო მოცულობამ 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ობლიგაციები ორ ტრანშად, თებერვალსა და აპრილში გამოიცა. ორივე შემთხვევაში, მთელი მოცულობა დაგეგმილ ვადამდე სრულად შეიძინეს ინვესტორებმა, რაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია.

მუდმივი ობლიგაციების გამოშვებით Ameriabank დამატებით კაპიტალურ ბუფერებს ქმნის, რათა მომავალში ზრდის შესაძლებლობები ეფექტიანად გამოიყენოს და თავისი სტრატეგიული მიზნები განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტრანშის ობლიგაციები 8.5%-იანი კუპონის განაკვეთით განთავსდა, ხოლო მეორე ტრანში 8%-იანი კუპონით, რაც მათზე არსებული განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული.

„ჩვენს მუდმივ ობლიგაციებზე დაფიქსირებული ძლიერი მოთხოვნა ნათლად ადასტურებს ბაზრის ნდობას ჩვენი საკრედიტო ისტორიისა და ბალანსის დივერსიფიცირებული მართვის მიმართ. ეს ტრანზაქცია აუმჯობესებს ჩვენი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლებს, გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას განვახორციელოთ ზრდის გეგმები და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც სომხეთის ეკონომიკის უმსხვილესი დამფინანსებლის, როლი“, - განაცხადა Ameriabank-ის ფინანსურმა დირექტორმა.

ობლიგაციებით ვაჭრობა უკვე შესაძლებელია მეორად ბაზარზე.

Ameriabank-ის მუდმივი ობლიგაციების პროგრამის პროსპექტი რეგისტრირებულია სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 21 იანვრის №1/28Ա გადაწყვეტილებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

20.08.2026.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0545 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6130 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6130 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0545 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0349 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0196 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა