Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა და ADB-მ ხელი მოაწერეს $100 მილიონის მოცულობის შეთანხმებას - დეტალები
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა და ADB-მ ხელი მოაწერეს $100 მილიონის მოცულობის შეთანხმებას, რომელიც სომხეთში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSMEs), ასევე მწვანე დაფინანსების გაფართოებას ისახავს მიზნად.
დაფინანსება ქვეყნის მასშტაბით MSME სექტორს მოხმარდება და ბიზნესებს განვითარების, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და უფრო მდგრადი პრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს. პროექტი დღემდე ADB-ის ყველაზე მასშტაბური კერძო სექტორის ტრანზაქციაა სომხეთში.
პროექტის მოცულობის 75%-მდე MSME-ების დაფინანსებაზე მიიმართება, ხოლო მინიმუმ 25% მწვანე დაფინანსებაზე, მათ შორის განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურ პროექტებზე. ამასთან, მოაზრებულია, რომ დაფინანსების სულ მცირე 10% ქალების მფლობელობაში არსებულ MSME ბიზნესებს მოხმარდება.
სხვა სიახლეები
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა
24.07.2026.10:37
1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საზეიმოდ გაიხსნა და იასონ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, საქმიანობას დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში შეუდგა.
იასონ ლორთქიფანიძის აზრით, სახელმწიფო ბანკის მთავარი ორიენტირი საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობისთვის ხელის შეწყობა უნდა ყოფილიყო. მას ასევე მიაჩნდა, რომ სახელმწიფო ბანკისთვის საჭიროა ნდობის თავიდანვე მოპოვება.
2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.
ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან - 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან - 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.