მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები, დეველოპმენტი, ტურიზმი - ეს არის ეკონომიკის წინა ხაზი | შოთა ბერეკაშვილი სტრატეგიულ მიმართულებებზე

news image
mbc image

ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ეს არის მომავლის ეკონომიკა და აღნიშნული პროცესები დიდი გავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდაზე - მიიჩნევს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

ბერეკაშვილმა აღნიშნა, რომ  სტრატეგიულ სექტორებში განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას. 

„არის კიდევ ორი მიმართულება, რომელსაც მე გამოვყოფდი - ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია და სინერგიას ქმნის. პირველი ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი - ამის გამოყენება მსოფლიო ეკონომიკის მოდელში ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. ინოვაციების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საწყის ეტაპზე ჩვენ ვართ მომსწრე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის. ამიტომაც, განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას ეკონომიკის სექტორებში. ცოტა ხნის წინ ჩინეთში მქონდა ვიზიტი და ასეთი სინერგია ადამიანური რესურსის, მატერიალური რესურსის და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ეკონომიკურ სექტორებში ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. ეს ყოველივე ქმნის პროდუქტიულობის ზრდის უპრეცედემტო შესაძლებლობებს და ქვეყნების ეკონომიკებს კონკურენტუნარიანს ხდის. ჩვენს შემთხვევაშიც ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ელემენტების დანერგვა სტრატეგიულ სექტორებში და განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას, რადგან ეს არის მომავლის ეკონომიკა.

მაგალითად მე შევადარებდი, როდესაც პირველად ინტერნეტი შემოვიდა თუ რა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ზრდაზე და გარდაქმნაზე. სწორედ ასეთივე გარდაქმნას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება. თუმცა, ამას აქვს მეორე მხარე, ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და კერძოდ ამ მიმართულებას ჭირდება ჭარბი ენერგორესურსი. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკაში ქვეყნებს, რომელთაც ექნება ენერგოუსაფრთხოება და ხელმისაწვდომი ენერგორესურსები, ექნებათ კონკურენტული უპირატესობა მომავლის ეკონომიკაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული სექტორი გახდეს სტრატეგიული სექტორი და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას  პირველ რიგში, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და შემდგომ ხელმისაწვდომი ენერგორესურსის უზრუნველყოფისთვის, რადგან აღნიშნული დარგის წარმატებით განვითარება ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითრებას ქვეყანაში, რომელიც თავის მხრივ თანმხლებ ეკონომიკურ სექტორებს და სამუშაო ადგილებს აჩენს. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ყოველივე ამას და დიდი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით - საინვეტიცოდ უაღრესად მნიშვნელოვანია და კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა. 

კომიტეტის თავმჯდომარე სტრატეგიულ სექტორებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს სექტორები წარმოადგენს ეკონომიკის წინა ხაზს.

„ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები, დეველოპმენტი, ტურიზმი - ეს არის ეკონომიკის წინა ხაზი. მაგრამ ამას სჭირდება ზურგი. სწორედ ფინანსური და განათლების სექტორები წარმოადგენენ რეალური ეკონომიკის ზურგს. ამ ორმა სექტორმა ეკონომიკა უნდა უზრუნველყოს განვითარების შესაძლებლობებით. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სტაბილური ფინანსური სექტორი გვაქვს. თუმცა გვჭირდება კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამისთვის საჭიროა კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარება. და ეს სექტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე ყველა ზრდის მაგენერირებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი პოზიციონირების შემთხვევაში შესაძლებელია საინვესტიციო ფონდების კიდევ უფრო განვითარება სექტორების მიხედვით. კაპიტალის მოზიდვა ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია მოდელირება გავუკეთოთ სექტორებს, რომ მათ ზრდის გენერირება შეუძლიათ. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინვესტორებს დავანახოთ თუ ზრდის რა პოტენციალი აქვთ მათ“ - ამბობს ბერეკაშვილი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა