მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.6
-0.0079
flag
AZN 1.5467
-0.0005
flag
CNY 38.81
-0.0054
flag
EUR 2.9984
-0.006
flag
GBP 3.5139
-0.0154
flag
KZT 56.21
0.0006
flag
TRY 0.0557
0
flag
USD 2.629
-0.0011
news banner

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, მჯერა, ეს პროექტი კიდევ უფრო დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი

news image
mbc image

ჩემთვის დღეს აქ ყოფნა დიდი პატივია, ჩვენ ყველა ამ დღეს დიდი სიხარულით ველოდებოდით, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც რაშად ნაბიევმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2017 წელს ლენტის გაჭრით არ დაწყებულა, ეს პროექტი დაიწყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სურვილით.

„ჰეიდარ ალიევმა უკვე იცოდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იქნებოდნენ სტრატეგიული პარტნიორები. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელება იყო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ხედავდა ამ პროექტის მომავალს და ბოლო 30 წელიწადში ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად მართალი იყო ჰეიდარ ალიევი.

2017 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და ამ პროექტის საწყისი ეტაპი დაიწყეს. ამ პროექტის განხორციელებისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები. აზერბაიჯანმა ბოლომდე შეასრულა ყველა ეს მოთხოვნა. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვირთზიდვის საქმეში. დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა. 

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყნებს შორის, არ იქნებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირდაპირი, უშუალო მონაწილეობის გარეშე. 

ბოლოს მეც მინდა, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მჯერა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს“, - განაცხადა რაშად ნაბიევმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image „საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

22.07.2026.21:23

„ალიბაბა ჯგუფთან" გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა" მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.

საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან გააფორმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, „საქართველოს ფოსტის" საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა აფართოებს მის ბიზნესშესაძლებლობებს, რაც, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ფოსტის შემოსავლებზე, არამედ, ზოგადად, ეს საშუალებას აძლევს სხვა ბიზნეს სუბიექტებს, დაამყარონ თანამშრომლობა „საქართველოს ფოსტასთან." როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ „საქართველოს ფოსტის" და „ალიბაბა ჯგუფის" თანამშრომლობა წარმატებული იქნება, კიდევ უფრო გაფართოვდება და კომპანია თავის მომხმარებლებს არაერთ მნიშვნელოვან სერვისს შესთავაზებს.

პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომ, დანიშნულების ქვეყნებში ტრანსპორტირება.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ „საქართველოს ფოსტა" გახდეს მომგებიანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მომხმარებელთა კმაყოფილებას, მეორე მხრივ კი წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში და ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი შემოსავლების გენერირებას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა