მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

მაისის თვეში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

2026 წლის მაისის თვეში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 668 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მაისის თვის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული მონაცემები შეაფასა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლებიც რეკორდულია - საქართველოდან, ჯამში, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 19.8%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

„იანვარ-მაისის პერიოდში ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები და 10,439.7 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე.

როგორც ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს არაერთი ინსტრუმენტი აქვს, რომელთა საშუალებითაც მხარს უჭერს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაცია სხვადასხვა ინსტრუმენტებით ეხმარება ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეებს, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში.

„საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სწორედ ამას ემსახურება პროგრამები, რომლებიც ქვეყანას აქვს არაერთი მიმართულებით და რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს სხვადასხვა ფინანსური თუ არაფინანსური ინსტრუმენტებით ეხმარება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ექსპორტის ზრდის დინამიკასა და მზარდ ტენდენციაში“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

15.06.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0848 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6563 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6563 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6577 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0848 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0768 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.008 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა