მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

მაისში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიურიინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.2 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7.0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (22.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია - დავით სონღულაშვილი

21.09.2026.12:31

ღვინის გლობალური ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, რაც ღვინის მწარმოებელი ქვეყნების წინაშე ახალ გამოწვევებს ქმნის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში ქართული მეღვინეობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების შემცირების ტენდენცია გავლენას ახდენს თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელ ქვეყანაზე და შესაბამისად, ქართული მეღვინეობის განვითარების პოლიტიკაც ახალ რეალობას უნდა მოერგოს.

„ღვინის სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის. 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ეს, თავისთავად ცხადია, გავლენას ახდენს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებზე. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ღვინის ექსპორტი ამ ეტაპზე სტაბილურია და მცირე ზრდაც ფიქსირდება, თუმცა არსებული ვითარება სექტორის განვითარების მიმართულებების გადახედვას და ხარისხზე კიდევ უფრო მეტ აქცენტირებას მოითხოვს.

„ის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურია და მცირე ზრდაც გვაქვს, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ მომავალ გამოწვევებს ყურადღება არ მივაქციოთ. გარდაუვალია ცვლილებები და იმისთვის, რომ მზად ვიყოთ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი. ღვინის სამშობლოსთან ერთად, ჩვენ უნდა გვქონდეს ხარისხობრივი უპირატესობაც“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფა იწყება ვენახიდან და ხარისხიანი ყურძნის წარმოებიდან. სწორედ ამიტომ, მევენახეობისა და მეღვინეობის სექტორში განხორციელებული ცვლილებები ერთიანი სტრატეგიის ნაწილია.

„ეს არის ერთიანი ჯაჭვი. თუ მევენახეს არ ექნება მოტივაცია, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი, მეღვინეს გაუჭირდება შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება. დღეს უკვე გარემო შეიცვალა და იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ხარისხია. ზუსტად ამას პასუხობს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რაოდენობაზე ორიენტირებული მიდგომა ეტაპობრივად შეიცვალოს ხარისხზე ორიენტირებული წარმოებით, რაც ქართულ ღვინოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა