მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

მაისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი ოთხმა კომპანიამ განახორციელა: შპს „აჭარ-ენერჯი 2007“, შპს „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, შპს „სვანეთი ჰიდრო“ და შპს „კასლეთი-2“ - Galt & Taggart

news image
mbc image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - მაისი 2026”-ს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია სექტორის ძირითადი ტენდენციები, გამოწვევები და შესალებლობები.

,,2026 წლის მაისში, ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 73.1%-ით შემცირდა 0.05 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 8.6%-ით იკლო 1.2 ტვტ.სთ-მდე.

მაისი ისტორიულად საექსპორტო თვეა, რაც ჰიდროსადგურების სეზონურობითაა გამოწვეული. 2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, ელექტროსისტემამ შეზღუდა ელექტროსადგურების მუშაობა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო.

ექსპორტის მკვეთრი კლება თურქეთის ბაზარზე ფასების ისტორიულ მინიმუმამდე - საშუალოდ 1.8 აშშ ცენტ/კვტ.სთ-მდე - შემცირებამ განაპირობა, რაც ხელსაყრელ ჰიდროლოგიურ პირობებსა და მზის გენერაციის ზრდას უკავშირდება. თურქეთში მზის სიმძლავრეების ზრდამ შესაძლოა ზაფხულის ფასებზე ზეწოლა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ეფექტი ბაზრისა და ჰიდროლოგიურ პირობებზეც იქნება დამოკიდებული.

2026 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6.1%-ით გაიზარდა და 6.2 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36.3% შეადგენდა (vs 31.1% 2025 წლის 5 თვეში). გაზრდილი იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებული ექსპორტი მაისში საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.

მთლიანობაში, 2026 წლის მონაცემები მიუთითებს ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარების საჭიროებაზე, რომლებიც პასუხობენ საქართველოს სეზონურ გამოწვევებს, მაგალითად რეზერვუარიანი ჰიდროსადგურებისა და ქარის სადგურების. ამასთან, მონაცემები ხაზს უსვამს ენერგიის დამაგროვებლებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას”, - წერს Galt & Taggart-ი.

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, ესკომ თურქეთთან გააფორმა ბარტერის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მაისი-ივლისის განმავლობაში განახორციელებს თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს, ხოლო სექტემბერ-ნოემბერში იმპორტს. ეს
გარიგება გაზრდის ექსპორტის რაოდენობას და ჯამურ მოთხოვნას, შესაბამისად, შეამცირებს გენერაციის შეზღუდვებს ივნის-ივლისის პერიოდში.

,,ბარტერის ფარგლებში განსახორციელებელი ექსპორტის მოცულობას ესკო შეისყიდის კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრად იმ ელექტროსადგურებისგან, რომელთაც წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდათ გენერაციის შეზღუდვა (სსე-ს განკარგულების შედეგად). ბარტერული შეთანხმების ზუსტი კომერციული პირობები, მათ შორის ექსპორტისა და სანაცვლო იმპორტის პროპორცია, საჯაროდ ცნობილი არ არის”, - წერს Galt & Taggart-ი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იქნება კიდევ უფრო მზარდი მომავალი წლების განმავლობაში - მაია მელიქიძე

26.08.2026.21:05

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის თქმით, ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჰიდროს, მზის, ქარის მიმართულებით ვაწარმოოთ სუფთა, მწვანე ენერგია ბუნებრივია დაინტერესება და მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია.

„ენერგეტიკა კაპიტალტევადი დარგია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენს ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია ჰიდროს, მზის, ქარის მიმართულებით ვაწარმოოთ სუფთა, მწვანე ენერგია ბუნებრივია დაინტერესება და მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია. ჩვენთვის ნამდვილად მისასალმებელია ის რომ კერძო სექტორმა ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა და ინვესტიციები განახორციელა და ბუნებრივია ის 30%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით დაკრედიტებასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნისას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის დონეზე და მსოფლიო დონეზე იმ მნიშვნელობას, რომ ელექტროენერგია დროთა განმავლობაში ხდება კიდევ უფრო მოთხოვნადი პროდუქტი და საქართველოს ენიჭება ის მნიშვნელობა რომ ინვესტიციები, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე იქნება კიდევ უფრო მზარდი მომავალი წლების განმავლობაში“, - ამბობს მაია მელიქიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა