მაქსიმალურად გვჭირდება ისეთი სადგურები, რომლებიც ზამთარში ელექტროენერგიის გენერაციას უზრუნველყოფენ | Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი
მაქსიმალურად გვჭირდება ისეთი სადგურები, რომლებიც ზამთარში ელექტროენერგიის გენერაციას უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.
„ქვეყნის საჭიროება, პირველ რიგში, არის ზამთრის გენერაცია, ამიტომ ქვეყნის საჭიროებიდან უნდა ამოვიდეს ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკაც, წახალისების მექანიზმიც და ასე შემდეგ.
ქვეყნის საჭიროება ზამთრის დეფიციტის შევსება არის. ზამთარი ენერგეტიკულად არის სადღაც აგვისტო-სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდი და ზაფხული არის მაისი, ივნისი, ივლისი, ანუ ეს სამი თვეა. ამიტომ მაქსიმალურად გვჭირდება ისეთი სადგურები, რომლებიც ზამთარში აკეთებენ გენერაციას. ეს არის ქარის სადგურები, ეს არის რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, შემდგომ უკვე არის მოდინებაზე ჰიდრო და ბოლო ადგილას დგას მზის სადგურები, სუფთა აი, ამ წილობრივი გადანაწილებით ამ სამი თვის versus დანარჩენი 9 თვე“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა
04.11.2026.13:43
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მულტისექტორული ჩინური კორპორაციის, Greenland Group-ის პრეზიდენტსა და თავმჯდომარეს, ჭანგ იულიანგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთის ბაზარს და იქ ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ცნობადობის ზრდას.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მონაწილეობდნენ.