მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, „თბილისის დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.

 

მინისტრის მოადგილემ მსმენელებს ქვეყნის ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გააცნო. მან ვრცელად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამინისტრომ მიიღო ახალ სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის მეტი პოპულარიზებისა და ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამოქმედების შემდეგ თავის წვლილს შეიტანენ როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

მარიამ ქვრივიშვილმა დადებითად შეაფასა თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა, რომ კურსის მსმენელებმა მეტი შეიტყონ სხვადასხვა საჯარო უწყებების საქმიანობის შესახებ.

 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სკოლის მსმენელების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაშისხვადასხვა სახელმწიფო უწყების 20 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. 

 

თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის სასერტიფიკატო კურსი სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში Business Insider Georgia - სა და ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით ტარდება. თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სასწავლო კურსიის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილებისგაზიარებით.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა