მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი წარუდგინა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი წარუდგინა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ლევან მოსეშვილს აქვს სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში, მათ შორის, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.  მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, ისე მთლიანად სამოქალაქო ავიაციის სექტორს, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება. „ლევან მოსეშვილი სააავიაციო დარგის გამოცდილი პროფესიონალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პროექტების წარმატებით განხორციელბაში, რასაც მთავრობა ქვეყნის ავიაციის განვითარებისა და რეგიონულ ავიაჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით ახორციელებს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ლევან მოსეშვილს ავიაციის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ის 12 წლის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს ლევან მოსეშვილს წამყვანი თანამდებობები ეკავა საქართველოს გაერთიანებულ სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კომპანია „ტავ ჯორჯიაში". 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ირაკლი ქარქაშაძე საქმიანობას საავიაციო სექტორში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.  

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებს საქართველოში. გაერთიანება ოპერირებას უწევს ქვეყნის  სიდიდით მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ასევე სამივე ადგილობრივ აეროპორტს საქართველოში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა