მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.1
0.0031
flag
AZN 1.5497
-0.0003
flag
CNY 38.876
0.002
flag
EUR 3.0072
0.0046
flag
GBP 3.5275
0.0027
flag
KZT 55.78
-0.0033
flag
TRY 0.056
0
flag
USD 2.6344
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

შეხვედრის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოება, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ის მარკეტინგული და საორგანიზაციო აქტივობები, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდისკენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის განვითარებაში.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ვიმსჯელეთ მიმდინარე საერთო აქტივობებზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სიხშირეს. ასევე დავგეგმეთ არაერთი ახალი აქტივობა, რომელიც გააძლიერებს პირდაპირ ფრენებს. ჩვენი სურვილი არის მკაფიო: გვინდა, რომ არსებული კვირაში სამი სიხშირე გაიზარდოს და მალე ვიხილოთ ყოველდღიური ფრენა, მალე ვიხილოთ დღეში ორი ფრენა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, ყოველთვე ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა პირდაპირი რეისით შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან მოგზაურთა ნაკადის მაქსიმალურ ზრდას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირებას აზიის რეგიონში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ - თამარ იოსელიანი

16.07.2026.01:00

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.

„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა