მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

მარიამ ქვრივიშვილი ჩინური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარეს შეხვდა

news image

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარემ ვანგ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვანგ იუტაოს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და უვიზო მიმოსვლით გამყარდა, ჩინური ბიზნესისთვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ქმნის.

China ZhenHua Oil Co. Ltd. ჩინეთის მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის ახორციელებს ინვესტიციებს მოპოვებაში, საბადოების განვითარებასა და ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. კომპანიის რეგისტრირებული კაპიტალი დაახლოებით 1-1,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი აქტივები - 5-8 მილიარდის ფარგლებშია, ხოლო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის წლიური მოცულობა 50 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც წელიწადში 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს.

China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, ასევე სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი და საქართველოს დესპანი ჩინეთში ბესიკ შარაშენიძე.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

24.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1505 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1505 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა