მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მოწვევით თბილისში იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განიხილა საქართველოში BPO სექტორის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით, შედეგად, ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს ინდუსტრიის ტოპ ხუთეულში შემავალმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან ემსახურებიან წამყვან ბრენდებს, ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„ჩვენი ამოცანაა როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ ბიზნესმიმართულებებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ერთ-ერთი დარგი, რომელიც, ფაქტიურად, ნულიდან შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში, არის ე.წ. BPO სექტორი, ბიზნეს პროცესების ათსორსინგი, სადაც ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ გლობალური მოთამაშეების შემოყვანა - საუბარია რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილზე და იმ მომსახურების ექსპორტზე, რომლებსაც ეს სექტორი ეწევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანალოგიურია აიტი ტექნოლოგიების მიმართულებაც, სადაც ასევე სახელმწიფომ მოახერხა ათეულობით გლობალური მოთამაშის შემოყვანა და ათეულობით ათასი მაღალტექნოლოგიური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა.

„სწორედ ამ ფორმატში გაიმართა შეხვედრა BPO სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან - ისინი საქართველოში ეცნობიან იმ ბიზნესკლიმატს, იმ კონკრეტულ შეთავაზებას, რომლებსაც სახელმწიფო ამ დარგის მოწინავე მოთამაშეებს სთავაზობს მსოფლიოს მასშტაბით" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ასევე გაიმართა BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელშიც ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა სტუმრებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობაზე, რასაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა