მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-12 მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრას ტოტის და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივან კრისტიან ბუსოის შეხვდა.

შეხვედრა ბაქოში მიმდინარე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-12 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ასევე საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობას, მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ამასთან, აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიან გეგმაზე და მის მნიშვნელობაზე მთლიანად რეგიონის ენერგეტიკული სისტემისთვის.

შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნის და დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

14.07.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა