მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით. აღინიშნა, რომ სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 26 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის სიდიდით მეოთხეა საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორმხრივ ვაჭრობაში წარმატებული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნები დაინტერესებული არიან ვაჭრობის მოცულობა გაიზარდოს. ამ მხრივ, მინისტრებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ბიზნესფორუმების, სავაჭრო მისიების და სხვა სახის ღონისძიებების გამართვას ორი ქვეყნის ბიზნესწრეების მონაწილეობით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის რიგით მე -7 ბიზნესფორუმის ჩატარება, რომელშიც 400 - მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. ქართულმა მხარემ ვრცლად ისაუბრა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებას. ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის სავაგონე და სალოკომოტივე შემადგენლობის განახლება, აგრეთვე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ქვეყნების თანამშრომლობაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების მიმართულებით. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ კოოპერაციას სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანზიტი საქართველოს გავლით თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
Georgia Capital-ის მიერ ,,გორმედის“ შეძენით ჯგუფის სამედიცინო ქსელს 80,000 პაციენტი დაემატა - დეტალები
24.04.2026.22:02
2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის: კერძო პორტფელის კომპანიებში აგრეგირებულმა EBITDA-მ 19.3%-ით მოიმატა; ჩვენი და პორტფელის კომპანია Lion Finance Group გამოირჩეოდა ბალანსის ძლიერი ზრდით და 28.4%-იანი ROAE-ით, რამაც წლის განმავლობაში მისი აქციის ფასის 97.5%-იანი ზრდა განაპირობა - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
,,ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გაურკვევლობებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მზარდი გლობალური რისკები, რომლებთანაც ყველა მენეჯმენტის გუნდს უწევს ადაპტაცია. აღნიშნული გამოწვევებისა და გაურკვევლობების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მაქსიმალურად კონსერვატიულ მართვას. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები და ლიდერული გუნდები სწორედ გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას. ჩვენი გუნდების მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის პირველ თვეებში ნაჩვენები ხარისხი და ერთგულება ამ პრინციპის ნათელი დადასტურებაა”, - ამბობს ირაკლი გილაური.
Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის მიერ Gormed-ის შეძენასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
,,ძლიერი ოპერაციული შედეგების პარალელურად, ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - გრაფიკზე ადრე დაასრულა 2024 წლის მაისში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა. ამან დირექტორთა საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის აგვისტოში დაეწყო დამატებითი 700 მილიონი ლარის პროგრამა. წყლის მომარაგების ბიზნესში ფუთ ოპციონის გამოყენებამ და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის მიერ Gormed LLC-ის (ცენტრალურ საქართველოში სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელი) შეძენამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი შედეგები. ეს წარმატებები კვლავ ეფუძნებოდა ჩვენს სამ ძირითად საყრდენს: ძლიერ კორპორაციულ მართვას, მენეჯმენტთან ხელმისაწვდომობას და კაპიტალზე წვდომას. საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელის შეძენით, დაახლოებით 80,000 პაციენტი დაემატა ჩვენს რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს. Gormed-ის ინტეგრაცია გააძლიერებს შემოსავლების ზრდას, უზრუნველყოფს ეფექტიანობის ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული ლევერიჯის მეშვეობით.
ჩვენი მსხვილი პორტფელის თითოეულ ბიზნესში უკვე სტაბილურად ვიღებთ ორნიშნა სამართლიანი ღირებულების ზრდას, თანაც ვინარჩუნებთ მეწარმეობრივ დისციპლინას და არ ვიღებთ ზედმეტ ოპერაციულ ან საბალანსო რისკებს. ჩვენი მიზანია კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული სტრატეგიის განხორციელება, კონსერვატიული ბალანსებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციებით შედარებით დაცულ სექტორებში.
ჩვენი საბაზრო პოზიციები Lion Finance Group-ს 41.0%-იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე საქართველოში; საცალო (აფთიაქების) ბიზნესის 34%-იანი წილი; სადაზღვევო ბიზნესის 34% P&C და 33% სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე; და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის 15%-ზე მეტი წილი საავადმყოფო საწოლებში საქართველო-ში - გვაძლევს ძლიერ პოზიციონირებას და უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და მიმზიდველ, სტაბილურ შემოსავლებს.
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო-მ 2025 წელს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური იმპულსი, რაც ემყარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მყარ ზრდას, რომლის განმავლობაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ პრაქტიკულად გაორმაგდა. საკრედიტო გაფართოება დარჩა ჯანსაღ დონეზე.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.