მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა. შეხვედრა საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მე-7-ედ ჩატარდა და მასში 400-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ვაჭრობის სფეროში. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2025 წელს თურქეთი პირველი იყო როგორც უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები, მათ შორის, თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში - 2025 წელს საჰაერო გზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14 პროცენტზე მეტით გაიზარდა, ასევე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო ჩართულობით საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქები საჰაერო გზით დაუკავშირდა ერთმანეთს. მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასთან", რომელმაც 2027 - 2031 წლებში დედაქალაქის არსებული საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ხელი უნდა შეუწყოს მგზავრთნაკადის 10 მლნ მგზავრამდე გაზრდას.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს მსხვილ სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას. ხაზი გაესვა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტსაც, რომელიც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ამოქმედდება და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში დაკავშირებადობის გამყარების კუთხით.
მინისტრები ასევე შეეხნენ თანამშრომლობას სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის კუთხით.
მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში - 2025 წლის მონაცემებით თურქეთი მეორეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
Georgia Capital-ის მიერ ,,გორმედის“ შეძენით ჯგუფის სამედიცინო ქსელს 80,000 პაციენტი დაემატა - დეტალები
24.04.2026.22:02
2025 წელი მრავალი თვალსაზრისით რეკორდული აღმოჩნდა Georgia Capital-ისთვის: კერძო პორტფელის კომპანიებში აგრეგირებულმა EBITDA-მ 19.3%-ით მოიმატა; ჩვენი და პორტფელის კომპანია Lion Finance Group გამოირჩეოდა ბალანსის ძლიერი ზრდით და 28.4%-იანი ROAE-ით, რამაც წლის განმავლობაში მისი აქციის ფასის 97.5%-იანი ზრდა განაპირობა - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
,,ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა და ახალმა გაურკვევლობებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მზარდი გლობალური რისკები, რომლებთანაც ყველა მენეჯმენტის გუნდს უწევს ადაპტაცია. აღნიშნული გამოწვევებისა და გაურკვევლობების გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მაქსიმალურად კონსერვატიულ მართვას. მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კომპანიები და ლიდერული გუნდები სწორედ გამოწვევებისა და გაურკვევლობის პერიოდში ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების მკაფიო დემონსტრირებას. ჩვენი გუნდების მიერ 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის პირველ თვეებში ნაჩვენები ხარისხი და ერთგულება ამ პრინციპის ნათელი დადასტურებაა”, - ამბობს ირაკლი გილაური.
Georgia Capital-ის აღმასრულებელ დირექტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯგუფის მიერ Gormed-ის შეძენასა და სამომავლო პერსპექტივაზე.
,,ძლიერი ოპერაციული შედეგების პარალელურად, ჯგუფმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - გრაფიკზე ადრე დაასრულა 2024 წლის მაისში გამოცხადებული 300 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა. ამან დირექტორთა საბჭოს საშუალება მისცა, 2025 წლის აგვისტოში დაეწყო დამატებითი 700 მილიონი ლარის პროგრამა. წყლის მომარაგების ბიზნესში ფუთ ოპციონის გამოყენებამ და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის მიერ Gormed LLC-ის (ცენტრალურ საქართველოში სამი საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელი) შეძენამ კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი შედეგები. ეს წარმატებები კვლავ ეფუძნებოდა ჩვენს სამ ძირითად საყრდენს: ძლიერ კორპორაციულ მართვას, მენეჯმენტთან ხელმისაწვდომობას და კაპიტალზე წვდომას. საავადმყოფოსა და კლინიკის რეგიონული ქსელის შეძენით, დაახლოებით 80,000 პაციენტი დაემატა ჩვენს რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს. Gormed-ის ინტეგრაცია გააძლიერებს შემოსავლების ზრდას, უზრუნველყოფს ეფექტიანობის ზრდას და გააუმჯობესებს მომგებიანობას ოპერაციული ლევერიჯის მეშვეობით.
ჩვენი მსხვილი პორტფელის თითოეულ ბიზნესში უკვე სტაბილურად ვიღებთ ორნიშნა სამართლიანი ღირებულების ზრდას, თანაც ვინარჩუნებთ მეწარმეობრივ დისციპლინას და არ ვიღებთ ზედმეტ ოპერაციულ ან საბალანსო რისკებს. ჩვენი მიზანია კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული სტრატეგიის განხორციელება, კონსერვატიული ბალანსებითა და წამყვანი საბაზრო პოზიციებით შედარებით დაცულ სექტორებში.
ჩვენი საბაზრო პოზიციები Lion Finance Group-ს 41.0%-იანი წილი დეპოზიტების ბაზარზე საქართველოში; საცალო (აფთიაქების) ბიზნესის 34%-იანი წილი; სადაზღვევო ბიზნესის 34% P&C და 33% სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე; და ჯანდაცვის სერვისების ბიზნესის 15%-ზე მეტი წილი საავადმყოფო საწოლებში საქართველო-ში - გვაძლევს ძლიერ პოზიციონირებას და უზრუნველყოფს მდგრად ზრდასა და მიმზიდველ, სტაბილურ შემოსავლებს.
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო-მ 2025 წელს შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური იმპულსი, რაც ემყარება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არსებულ მყარ ზრდას, რომლის განმავლობაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ პრაქტიკულად გაორმაგდა. საკრედიტო გაფართოება დარჩა ჯანსაღ დონეზე.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა”, - აცხადებს Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.