მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, მწვანე ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, აგრეთვე მდგრადი ტურიზმისა და განათლების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროსთან თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე. კერძოდ, საუბარი წარიმართა უფრო ეფექტურ ურთიერთობებზე ორგანიზაციის სხვადასხვა სააგენტოებთან ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს მეტ ჩართულობაზე შუა დერეფნისა და ზოგადად, ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში როგორც არსებული ინფრასტრუქტურის, ისე ახალი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალზე და სხვ.

მხარეებმა ასევე განიხილეს გაეროსთან თანამშრომლობა მწვანე ენერგეტიკის სექტორში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგში ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარებაზე, ასევე ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის დანერვასა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზი გაესვა მწვანე ენერგიის ტრანსმისიის პროექტის განვითარებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება

20.08.2026.19:00

Fitch-მა ხუთშაბათს აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „AA+“-ზე უცვლელად დატოვა, პროგნოზი კი „სტაბილურად“ შეაფასა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიზეზებად დაასახელა ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავალი და აშშ დოლარის, როგორც მსოფლიოში წამყვანი სარეზერვო ვალუტის სტატუსი.

სააგენტოს განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა გაზრდილი ტარიფების, სახელმწიფო ხარჯების შემცირების, საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისა და პოლიტიკურ გაურკვევლობის ზრდის მიუხედავად. ეს, სააგენტოს შეფასებით, ქვეყნის შოკებისადმი გამკლავების უნარსა და ეკონომიკურ მოქნილობაზე მიუთითებს.

ამასთან, Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ეკონომიკა 2026-2027 წლებში 1.9%-ით გაიზრდება, რაც 2025 წელს დაფიქსირებულ 2.8%-იან ზრდაზე დაბალია. სააგენტომ ასევე აღნიშნა შრომაზე მოთხოვნის შესუსტება და მიმდინარე წელს სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის მნიშვნელოვანი შენელება.

ინფლაცია კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4% იქნება, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია. ტარიფებმა საბაზისო საქონლის ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მათი გავლენა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა.

Fitch-ის პროგნოზით, აშშ-ის ზოგადი სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის 7.4%-მდე გაიზრდება და 2027 წელსაც ამ დონეზე შენარჩუნდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა