მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

მარიამ ქვრივიშვილმა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს მინისტრ სტავროს პაპასტავროუსთან. შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის - განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებას და ამასთან, მზად არის, შავი ზღვის წყალქვეშა პროექტით, წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში.

შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს რეგიონული  დაკავშირებადობის მიმართულებით და არაერთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა სწორედ საქართველოზე გადის  - ამის დასტურია როგორც აზერბაიჯანის თურქეთსა და ევროკავშირთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული პროექტები, ისე ბაქო-სუფსის მილსადენი, რომელიც შავი ზღვის გავლით ევროპას უკავშირდება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსხვილი, რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების,   მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელოვანი  საკითხები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსებისა და სხვა განახლებადი წყაროების მაქსიმალურ ათვისებას, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის.

ათენში სტავროს პაპასტავროუსთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  ინგა ფხალაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე. შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილის საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც მინისტრი  საერთაშორისო ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობდა.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა

08.06.2026.19:00

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.

მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა