მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქო ავიაციის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქოავიაციის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღემიულოცა.
„სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა დაეკონომიკის გაძლიერებაში. მთავრობის სწორი და ეფექტური პოლიტიკით, ერთობლივიშრომით და დარგში დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმით სამოქალაქო ავიაციისსფეროში ჩვენ უპრეცედენტო ზრდის დინამიკას მივაღწიეთ, რაც წლიდან წლამდესტაბილურად უმჯობესდება. აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარსყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები. ამასთან, მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადებისა და საავიაციო ტვირთბრუნვის ზრდის არსებულიდინამიკისა და საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობაქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიმართულებით.შთამბეჭდავი შედეგების უკან სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებულიპროფესიონალების უსაზღვროდ დიდი შრომა და ძალისხმევა დევს. მადლობას ვუხდისექტორში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს, სახელმწიფო უწყებას თუ ავიასაწარმოს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ," -ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მილოცვის ტექსტში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826