მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო ეკონომიკის მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებულ ვიზიტს და ყურადღება გაამახვილა მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ამ მხრივ აქცენტი გაკეთდა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. როგორც აღინიშნა, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პროცესს.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს სავაჭრო ბრუნვა არგენტინასთან 46%-ით გაიზარდა

15.06.2026.15:00

საქართველოსა და არგენტინას შორის სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა აღნიშნული მატება სრულად იმპორტის ხარჯზე ფიქსირდება, მაშინ როდესაც ქართული ექსპორტი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში მინიმუმამდეა შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 6 771.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4 638.7 ათასი აშშ დოლარი) დაახლოებით 46%-ით მეტია.

2026 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან არგენტინაში ექსპორტი მკვეთრად, თითქმის 95%-ით შემცირდა და მხოლოდ 20.2 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 377.7 ათას დოლარს აღწევდა. საანგარიშო პერიოდში საქართველომ არგენტინულ ბაზარზე მხოლოდ ერთი დასახელების პროდუქტი გაყიდა - მზა შემკვრელი ნივთიერებები.

რაც შეეხება იმპორტს, არგენტინიდან საქართველოში პროდუქციის შემოტანა 58.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში მაჩვენებელმა 6 751.3 ათასი დოლარი შეადგინა, გასული წლის 4 261.1 ათასი დოლარის საპირისპიროდ. საქართველოში შემოსულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს კოპტონი და სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას მიღებული სხვა მყარი ნარჩენები იკავებს.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო არგენტინიდან ახდენს:

  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 2 518.2 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1 646.8 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 666.5 ათასი დოლარი;
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 639.8 ათასი დოლარი;
  • ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი - 532.2 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა