მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს დინამიური ქართული კომპანიების მხრიდან დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი

news image
mbc image

დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში, - აღნიშნა ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას დირექტორის მოადგილემ ცენტრალური აზიასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ფორუმზე მარკ კლეიტონის გამოსვლას კი Business Insider Georgia ექსკლუზიურად გთავაზობთ. 

მარკ კლეიტონის თქმით, 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო.

„როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში 2020 წლიდან 2024 წლამდე, ამ როლში დიდი პატივი იყო გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა. შემიძლია ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელით ჩემს ახალ ამპლუაში. სტატისტიკის მიხედვით დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში. 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო. გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები გაიზარდა 23%-ით, რაც დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციაზე და ეს მართლაც შთამბეჭდავი რიცხვებია. ასე რომ, გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს და დარჩეს გაერთიანებულ სამეფოსთან ევროპაში ინტეგრირებული.
ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს დინამიური ქართული კომპანიების მხრიდან დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის. წელს ჩვენმა ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტმა 100-ზე მეტი ქართული კომპანია შემოიყვანა დიდი ბრიტანეთის ფინტექში, არქიტექტურაში, მწვანე ენერგიასა და ტექნოლოგიებში, რაც ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალის რეკორდული რაოდენობა და მტკიცებულებაა. ასევე მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამდენი ბრიტანული კომპანიის შესვლას ქართულ ბაზარზე“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.

აღნიშნული საინვესტიციო ფორუმი ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, სადაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს. წლევანდელ ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა