მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება - მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის მოთხოვნა, ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, მეტად გადავერთოთ ექსპორტზე | „მილმართის“ დირექტორი
ჩვენ „შემოქმედის ჩაის“ ბრენდით ვართ წარმოდგენილი 2011 წლიდან. მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდანვე, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად და რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება. ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, რომ უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის საკმაოდ მოთხოვნა და პირადი ზარებიც არის, რატომ არ არის ჩვენი პროდუქცია ქსელებში ფართოდ წარმოდგენილი, - განაცხადა შპს „მილმართის“ (შემოქმედის ჩაი) დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, ქსელურ მარკეტებში არსებული დიდი ბარიერების გამო, ბოლო ოთხი თვეა, მისმა კომპანიამ პროდუქციის შეტანა შეაჩერა. მაისურაძის განმარტებით, ჩაის მწარმოებელ სხვა კომპანიებსაც გაყიდვების და რეალიზაციის პრობლემა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა მაღალია.
„პირდაპირ გეტყვით, ბოლო ოთხი თვეა, საერთოდ შევაჩერეთ შეტანა ქსელებში ამ პრობლემების გამო. ძირითად პრობლემებს დავამატებდი რომ არის სააქციო გადასახადი აქციების პერიოდში, რომელიც იმავე მეწარმეზე მოდის. ყველაზე კარგ პირობებში, დროში გაწერილი გადახდა რეალიზებული პროდუქციის და ყველაზე ცუდი - გაყინული თანხა. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხებია გაყინული და ამის გამო მერე გვიწევს სესხის აღება. როგორც იცით, სეზონურია ჩვენი ჩაის წარმოება, რომელიც იწყება აპრილიდან და აპრილის დასაწყისში გვიწევს მაღალპროცენტიანი სესხის აღება.
ერთი თვეა, შევქმენით ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება, სადაც ასოციაციებიც შემოდიან, მისი პრეზიდენტი გახლავართ და ამ შემთხვევაში, შემიძლია თამამად ვისაუბრო მთლიანი სექტორის წარმომადგენლებზე - ყველას ეს პრობლემა აქვს: გაყიდვების, რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ გავაკეთოთ მონიტორინგი, ახლაც რომ დავრეკოთ, ან თქვენც გკითხოთ, თუ შეიძენდით ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს, ქართულ ჩაის ოჯახისთვის, ყველა სიამოვნებით დათანხმდება ამაზე და ამ დროს, რეალიზების პრობლემაა. იმის გამო, რომ რითეილებთან საკმაოდ დიდი ბარიერებია, მცირე და საშუალო მწარმოებლებს ძალიან უჭირთ [პროდუქციის] შეტანა, შემდეგ პოზიციონირება და გაგრძელება. ბევრი გაჩერდა, ბევრი გაკოტრდა, ბევრი ისევ ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი მაისურაძემ.
სხვა სიახლეები
რომელ ქვეყნებში ახორციელებს საქართველო ოქროს ექსპორტს - l კვარტლის სტატისტიკა
24.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ექსპორტზე 43 671.2 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებზე ნაკლებია.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 0.4 ტონა ოქრო (დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში ასევე 0.6 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული. პირველ კვარტალში ოქროს ექსპორტი 33%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული ოქროს ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან სულ 27 798.7 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქროს ექსპორტი განახორციელა: