მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

მარტში წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაცაზე 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3 პროცენტი), თევზეული (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.6 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.3 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6 პროცენტი).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის მსოფლიო დღე დარგის სპეციალისტებს მიულოცა

09.06.2026.17:56

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, პროცესში ჩართულ ექსპერტებსა და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს აკრედიტაციის მსოფლიო დღე მიულოცა.

„აკრედიტაციისმსოფლიო დღე ყოველწლიურად 9 ივნისს აღინიშნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ვულოცავთ აკრედიტაციის ცენტრს, მის თანამშრომლებს, აკრედიტაციის პროცესში ჩართულ ექსპერტებს და აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს. სწორედ მათი საერთო ძალისხმევითა და აქტიური მუშაობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

წლიდან წლამდე აკრედიტაციის მექანიზმის გამოყენება სულ უფრო მეტ სფეროში ხდება, რადგან მარეგულირებელი ორგანოები, მომხმარებლები და მწარმოებლები სულ უფრო მეტად ენდობიან აკრედიტებული ორგანიზაციების საქმიანობას.

წლევანდელი წელი აკრედიტაციის მსოფლიო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან 2026 წლის იანვრიდან აკრედიტაციის სფეროში შეიქმნა ერთიანი საერთაშორისო ორგანიზაცია - Global Accreditation Cooperation Incorporated – Global ACI. მან ჩაანაცვლა ამ სფეროში მოქმედი ორი ორგანიზაცია - აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმი და ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა.

საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი, როგორც საერთაშორისო და ევროპული აკრედიტაციის სისტემების ნაწილი, სრულად არის ინტეგრირებული ამ პროცესებში და ქართულ კომპანიებს საერთაშორისო და ევროპაში აღიარებულ სერვისებს აწვდის. სწორედ ამ აღიარების დამსახურებით, საქართველოში წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, რომელთა შესაბამისობაც დადასტურებულია აკრედიტებული ლაბორატორიის, სერტიფიკაციის თუ ინსპექტირების ორგანოს მიერ, დამატებითი ბარიერების გარეშე ხვდება ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა