მარტში, ვაჭრობის სექტორში ყველაზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა - PMC Research-ის კვლევა
მარტში, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით გაიზარდა და 7 365 შეადგინა.
ბოლო 6 თვის განმავლობაში jobs.ge-ზე 38,836 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.0%-ითაა გაზრდილი.
PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თერექერის“ თანახმად, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ თვიურად 0.5%-ით მცირდებოდა.
2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 7,047 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 42.5%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია
2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 10,658 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.4%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 9,008 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თერექერის“ თანახმად, მარტში jobs.ge-ზე ლოგისტიკა/ტრანსპორტი/ დისტრიბუცია - სექტორში 1 094 ვაკანსია გამოცხადდა, გაყიდვები/შესყიდვების სექტორში - 1 889, ადმინისტრაცია/მენეჯმენტი - 1810, ფინანსები, სტატისტიკა - 1326, ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამირება - 286, სხვა 2798.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაყიდვები/შესყიდვების სექტორში ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826