მარცვეულის დერეფნის სანაცვლოდ, გაერო რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის - მედია
გაერო პუტინს ეთამაშება - მედიამ გაარკვია, რას სთავაზობენ აგრესორს მარცვლეულის დერეფნისაღდგენის სანაცვლოდ - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა UNIAN-ი აქვეყნებს.
მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით, გაერომ წინადადებების ახალი პაკეტი მოამზადა და ის მარცვლეულის ინიციატივის აღორძინებას უნდა დაედოს საფუძვლად.
აღნიშნულის შესახებ,თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეილავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, - ინფორმაციას Anadolu Ajansı ავრცელებს.
ახალი პაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ბანკის ზირაათის (როსელხოზბანკი) ევროპული შვილობილი კომპანიის SWIFT სისტემაში ჩართვა და ევროპაში მოქმედი რუსული სასუქის მწარმოებელი კომპანიების გაყინული აქტივების განთავისუფლებაა.
რუსეთი,თავის მხრივ, კატარის ფინანსური მხარდაჭერით, 1 მილიონი ტონა მარცვლეულისთურქეთში გაგზავნისა და გადამუშავების, შემდეგ კი, ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიგაგზავნის წინდადებით გამოდის. თუმცა, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის სამუშაომოცულობასთან შედარებით, რომელიც წელიწადში დაახლოებით 33 მილიონი ტონა მარცვლეულისგადაზიდვის საშუალებას იძლევა, რუსეთის შემოთავაზება მოთხოვნაზე გაცილებით დაბალია.
როგორც მასალაშია აღნიშნული, მარცვლეულის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდება საბაზრო ფასების სწრაფი ზრდისა და გლობალური კრიზისის გამოწვევის საშიშროებას აჩენს. ფაქტობრივად,თუკი ინიციატივა იმ წერტილიდან გაგრძელდება, სადაც შეჩერდა, 220 000 ტონა მარცვლეულისგადაზიდვა სავარაუდოდ 1 წლის განმავლობაში 810 000 ადამიანს გამოკვებავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN x MISSONI - დიზაინის, ესთეტიკისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის გამორჩეული საღამო თბილისში
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა
12.05.2026.11:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის აეროპორტებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირება და სამომავლო გეგმების კოორდინაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რჩება ავიაკომპანიების მუდმივ პარტნიორად და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დაკავშირებადობის შემდგომ ზრდას.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი კოორდინირებულად იმუშავებენ, რათა ინდუსტრია მომზადებული დახვდეს ნებისმიერ არსებულ თუ პოტენციურ გამოწვევას.
მხარეებმა იმსჯელეს იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება საავიაციო ბაზრის სტაბილურობაზე, აგრეთვე მათი ერთობლივად დაძლევის გზებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე საავიაციო სტატისტიკას. როგორც მინისტრმა აღინიშნა, 2025 წელი საქართველოს ავიაციის სექტორისთვის რეკორდული იყო - პიკურ პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტ საჰაერო ხაზზე ოპერირებდა კვირაში დაახლოებით 760 სიხშირით. ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, სამოქალაქო ავიაციის სექტორში ზრდის ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და როგორც მგზავრთნაკადი, ისე შესრულებული ავიარეისების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა. აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო, საავიაციო უწყებებთან ერთად, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან და ავიაკომპანიებთან საქართველოს მიმართულებით ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნის თაობაზე - შედეგად, საქართველოს ავიაბაზარი ეტაპობრივად ზრდის ძველ დინამიკას უბრუნდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.