მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.3
0.0042
flag
AZN 1.5279
-0.0002
flag
CNY 38.92
-0.0142
flag
EUR 2.9047
-0.0061
flag
GBP 3.4831
0.0017
flag
KZT 57.42
0.0006
flag
TRY 0.0519
-0.0001
flag
USD 2.597
-0.0003
news banner

მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს l ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, გრძელდება პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორის სტატისტიკაში, კერძოდ, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება. აღსანიშნავია, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება არამხოლოდ მსხვილ, არამედ საშუალო და მცირე ზომის საწარმოებში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მეორე კვარტლის პერიოდის მაჩვენებლების შეფასებისას.

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვების მაჩვენებელმა 25.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით აღემატება 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 6.6%-ით და 2471 ლარს აღემატება. ვახტანგ ცინცაძის თქმით, არსებული პოზიტიური დინამიკა საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს.

„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ზემოაღნიშნული ეკონომიკური ტენდენციები და მაჩვენებლები დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში აისახება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მეორე კვარტლის ჭრილში რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელი, კერძოდ, ის 32.700-ით არის გაზრდილი და 828 ათასს აჭარბებს. მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია გაზრდილი.

„ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

03.11.2026.17:10

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9047 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5970 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9047 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9108 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა