მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, მათი ნაწილების განთავსებისა და რეალიზაციის წესი 2026 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესის ამოქმედების თარიღმა 2026 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო რამდენიმე წლით გადავადებული რეგლამენტის ამოქმედების ახალი  თარიღის განსაზღვრასთან ერთად,  შესაბამისმა სამსახურებმა   ერთი წლის განმავლობაში  ამ საქმიანობით დაკავებული მეწარმე-სუბიექტების  ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმირება უნდა უზრუნველყონ.

„2020 წლის 28 თებერვალს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ინიციატივით დაამტკიცა ახალი დადგენილება - მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლოთონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსებისა და რეალიზაციის წესი. აღნიშნული წესის შესაბამისად გაიწერა რეგლამენტი, კერძოდ, ის არეალები, სადაც მსგავსი ტიპის საქმიანობა, პროდუქციის განთავსება და რეალიზაცია საერთოდ დაუშვებელია. ასევე, იქ, სადაც ეს დაშვებულია, განისაზღვრა ტექნიკური რეგლამენტი, იმისთვის, რომ დაცული იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს მათი ჯანსაღი ცხოვრება. დღეს მოქმედი რედაქციით, ამ წესს პირველი იანვრიდან უწევს ამოქმედება, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკური სექტორი მზად არ არის, თუმცა მას განუსაზღვრელი დროით ვერ გადავავადებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში აქტიური ჩართულობა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ასევე, თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და გამგეობების წარმომადგენლებს დაავალა.

„მინდა, დავავალო ვიცე-მერს, მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე გამგეობებს, ჩაერთონ ამ საკითხის გადაწყვეტაში. განსაზღვრეთ აღნიშნული წესის რეალურად ამოქმედების თარიღი, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ეს უნდა იყოს 2026 წლის პირველი იანვარი. მომდევნო ერთი წელი მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ინფორმაციულად მიიღონ ყველა სიახლე და გადაწყვეტილება, თუ როგორი სივრცეებია საჭირო, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განთავსება, იქ, სადაც დასაშვებია, ხოლო სადაც პრობლემას წარმოადგენს, იქ მსგავსი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით,  ახალ რეგულაციასთან მეწარმე-სუბიექტების ადაპტირების მიზნით, შესაბამისი  საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა უზრუნველყოს.

„მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა აღწეროს ის ობიექტები და თითოეული მეწარმე-სუბიექტი, რომელიც დაკავებულია ზემოთჩამოთვლილი საქმიანობით, რათა  ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და შევატყობინოთ, ვის რა ღონისძიებების გატარება უწევს. ამისთვის უნდა განვუსაზღვროთ გონივრული ვადა.  მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი დასრულდება, საზოგადოებას ვაცნობოთ, რა სამუშაოები ჩატარდა და როდის ამოქმედდება ეს დადგენილება. მომდევნო ერთი წელი საკმარისი იქნება და თუ რამე დამატებითი ჩართულობა იქნება საჭირო, მზად ვართ, ყველა მეწარმეს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ და გავაკეთოთ ისე, როგორც სწორია. არის შემთხვევები, როდესაც მეორადი საბურავები საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებშია განათვასებული, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ, გარკვეული საფრთხეები რომ ავიცილოთ თავიდან, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაწესრიგოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა