მექსიკასთან სავაჭრო ბრუნვა 36.7%-ით გაიზარდა - როგორია საქსტატის მაჩვენებლები
საქართველოსა და მექსიკას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდ დინამიკას აჩვენებს, თუმცა აქაც ზრდა სრულად იმპორტის მატებით არის განპირობებული. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 973.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.7%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მექსიკაში პროდუქციის ექსპორტი საგრძნობლად, დაახლოებით 66.6%-ით შემცირდა და 231.7 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ოთხ თვეში ეს მაჩვენებელი 694.7 ათას დოლარს აღწევდა. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მექსიკურ ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის უდიდესი ნაწილი თხილსა და სხვა კაკალზე მოდიოდა, რამაც 175.7 ათასი დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული საქონლის სიაში ასევე მოხვდა ამწე, ჩასატვირთ-გადმოსატვირთი, საბურღი ან სატკეპნი და სხვა მანქანა-მოწყობილობების ნაწილები 52.3 ათასი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები იკავებს 3.7 ათასი დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, მექსიკიდან საქართველოში საქონლის შემოტანა ორჯერ მეტად გაიზარდა და 1 741.7 ათასი დოლარი შეადგინა, 2025 წლის იანვარ-აპრილში დაფიქსირებული 748.4 ათასი დოლარის საპირისპიროდ. მექსიკიდან იმპორტირებული პროდუქციის რეიტინგში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს 697.4 ათასი დოლარით.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო მექსიკიდან ახდენს:
სხვა სიახლეები
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და $339.9 მლნ შეადგინა
15.06.2026.18:27
2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მაისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მაისში აშშ-დან 8.1%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 63.9 და 29.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.0 მლნ აშშ დოლარი (99.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის მაისის (35.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1% მეტია.