მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მევენახეებმა 2022 წელს ₾270 მილიონის შემოსავალი მიიღეს - მინისტრი

news image
mbc image

„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძნის მოსავლიდან გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და წელს, დაახლოებით 260 ათასი ტონა შეადგინა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა კითხვა გვესმის ყურძენთან, რთველთან, ხორბალთან, თხილთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ საკითხების პოლიტიზირება ხდება. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგს ბოლო წლების განმავლობაში აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მედიასთან შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში ღვინის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს.

„10 წლის წინ ღვინის ექსპორტი შეადგენდა 20 მილიონ ლიტრს, წელს ველოდებით დაახლოებით 120 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტს. თანხებში რომ შევაფასოთ, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ექსპორტზეა საუბარი ღვინისა და სპირტიანი სასმელების ნაწილში. ეს არის ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ჩვენი მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. მუდმივად გვესმის კრიტიკა, ახლა გვთავაზობენ მიუღებელ მოსავალში გადავიხადოთ სუბსიდია, მაშინ როცა, წლების განმავლობაში ამბობდნენ რომ სუბსიდია იყო ცუდი და არ უნდა განგვეხორციელებინა. ეს არის, ჩემი შეფასებით, პოპულიზმი. ჩვენ ვეხმარებით როგორც მევენახეობის დარგს, ასევე სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მედიასთან საუბრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ღვინის მარკეტინგის მიმართულებით წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონი ლარი იხარჯება.

„ბოლო წლების განმავლობაში 80 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული მარკეტინგის კუთხით ღვინის იმ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ 5-6-ჯერ გავზარდეთ მოსავლიანობაც, ექსპორტის მაჩვენებლებიც და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყოს ექსპორტიდან შემოსავალი ღვინის და სპირტიანი სასმელების კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ მიზნობრივ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა