მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მგზავრების საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ სამმა კომპანიამ ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს - ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა. 

როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, მგზავრთგადაყვანაში ახალი კომპანიის გამოჩენა ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მზარდია და ასევე მზარდია ბაზარი.

„ქუთაისის აეროპორტი სრულად სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ არის, ქართული  მენეჯმენტი ჰყავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ის ორგანიზაცია რომელიც ოპერირებას წევს და მუდმივად ზრუნავს მგზავრების კომფორტზე.  შესაბამისად, ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მგზავრთა გადაყვანის სერვისი ე.წ Shuttle სერვისი, რომელსაც სხვადასხვა ქალაქებიდან ვთავაზობთ ჩვენს მგზავრებს და წელს უკვე მესამე კომპანია შემოუერთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მზარდია მოთხოვნა, მზარდი არის ბაზარი. არის საკმარისი რაოდენობა მგზავრებისა იმისთვის, რომ სამმა კომპანიამ ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიოს და რა თქმა უნდა როდესაც არის კონკურენცია, ბუნებრივია არსებობს ხარისხის გაუმჯობესების პერსპექტივა და ამ მიმართულებით ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ , - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანას „ჯორჯიან ბას“ და „ომნიბუსს ექსპრეს“-თან უკვე „მეტრო ჯორჯია” წარმატებით ემსახურება.

„დღეის მდგომარეობით, სამი სხვადასხვა კომპანია ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო მგზავრებს. სამივეს  განრიგები არის აწყობილი ფრენების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მგზავრის სწორედ მისთვის საჭირო გაფრენის წინა პროცედურების დაწყებამდე იქნას მოყვანილი აეროპორტში. ეს ბევრ პროცედურას გვიმარტივებს და მეორეს მხრივ, ჩვენ როგორც ამ უფლების გამცემი ორგანიზაცია მუდმივად ვაკონტროლებთ ამ ავტობუსების ხარისხს, მძღოლების კვალიფიკაციას, წესრიგში ყოფნას, დასუფთავებას, დაზღვევას მგზავრების მესამე პირების წინაშე და ა.შ. რაც გარანტირებულად გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მგზავრებისთვის არის მაქსიმალური კომფორტი შექმნილი.

ჩვენ პერიოდულად რა თქმა უნდა ვატარებთ მგზავრთა კმაყოფილების კვლევას. ACI სხვადასხვა აეროპორტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ატარებს მგზავრთა კმაყოფილების კვლევას. რა თქმა უნდა არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენც გვაქვს ეს სერვისი და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჯამურად ევროპის საშუალო მაჩვენებელზე მაღლა დგას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. რა თქმა უნდა იქ სხვადასხვა კომპონენტების ჯამი არის, თუმცა ეს კონკრეტული სერვისი, რომელიც არის მგზავრთა გადაყვანა და აეროპორტის წვდომადობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული სერვისი სწორად მუშაობს“, - განმარტავს ქარქაშაძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა