მიხეილ ხიდურელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა
"აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და სააგენტოს ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის, ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ასევე ისაუბრა სააგენტოს სამომავლო გეგმებზე.
პრეზენტაციისას მიხეილ ხიდურელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს მხარდამჭერ მექანიზმებზე ადგილობრივი ბიზნესის განსავითარებლად, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო გარემოს უპირატესობებს.
"სავაჭრო პალატასთან სისტემატურად გვაქვს საქმიანი შეხვედრები, დღევანდელი შეხვედრაც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ვისაუბრეთ სააგენტოს სამომავლო გეგმებზე, რომელსაც 2024 წელს განვახორციელებთ. ეს ეხება ბონდების გამოშვების მიმართულებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, ჩვენს წარმატებულ ნაბიჯებს. შეხვედრის მონაწილეებისგან ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა, განსაკუთრებით ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს მიმზიდველობაზე გეოპოლიტიკურ კონტექსტში" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ამერიკის სავაჭრო პალატამ ტრადიციად აქცია სააგენტოს სიახლეების გაცნობა პალატის წევრებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ტრადიციულად, მიხეილ ხიდურელი და სააგენტოს გუნდი ბევრ სიახლესა და პოზიტიურ გეგმებს გვიზიარებენ სააგენტოს შესახებ, ეს გამოიხატა სავაჭრო პალატის წევრების დაინტერესებასა და დეტალურ კითხვა-პასუხში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად კიდევ ბევრ საინტერესო შეხვედრას ჩავატარებთ" - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა.
შეხვედრის ბოლოს, სააგენტოს დირექტორმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალს ეხებოდ
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826