მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება - ივანე აბაშიძე
7–8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.
მისი თქმით, ფორუმის ძირითადი აქცენტები იქნება საქართველოს როლი შუა დერეფანში და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა.
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთსაქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ფორუმი ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით და მას დაესწრებიან პარტნიორი სახელმწიფოების მინისტრები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასევე საზღვაო სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები და ინდუსტრიის ლიდერები.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერ როლს შუა დერეფანში და საქართველოს აყალიბებს შავ ზღვაზე იმ ძირითად კარიბჭედ, რომელიც, რა თქმა უნდა, აკავშირებს აზიას და ევროპას ვაჭრობის და სატრანზიტო დერეფნის თვალსაზრისით“ - განაცხადა აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
23.10.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9090 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5971 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5973 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.9090 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 ლარი შეადგინა.