მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას - ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე

news image
mbc image

მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - ამის შესახებ ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდება Jan De Nul-ის დამატებით ტექნიკასაც ჩართავს საქმეში. 


„ჩვენი ფლოტის საუკეთესო გემებია საქმეში ჩართული და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დავამატებთ“, - აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.

მისივე განმარტებით, ორივე გემი -  Al-Idrisi და Tristao Da Cunha - დღე-ღამეში 70 ათას კუბ/მ ქვიშას ტუმბავს.

„დაღრმავებას წლის ბოლომდე მოვრჩებით. ამინდი ვერ შეგვაფერხებს, ამ გემებს 3 მეტრიან ტალღებშიც შეუძლიათ მუშაობა. უკრაინასა და ირანში ომის შედეგად შუა დერეფნის კონკურენტი ჩრდილო და სამხრეთის მარშრუტები ჩახერგილია. ხოლო ანაკლიის პორტი შუა დერეფნის გამტარობას ახალ ბიძგს მისცემს. ის ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შემოსული ყველაზე მსხვილი გემების მიღებას შეძლებს. საინჟინრო კუთხით ანაკლია შავი ზღვის უმსხვილეს კონსტანცას პორტსაც აჯობებს“, - განაცხადა ერიკ ბეიტსმა. 

კომპანია Jan De Nul-ის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა, ერიკ ბეიტსმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული დერეფანი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია.

„ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება“, - განაცხადა ერიკ ბეიტსმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

26.11.2026.17:03

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8444 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.5917 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.5917 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5919 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 2.8444 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8368 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა