მიმოქცევაში სამი ახალი ეროვნული საფოსტო მარკა გაეშვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2026 წლის 7 ივლისიდან მიმოქცევაში შემდეგი ეროვნული საფოსტო მარკები გაეშვა.
1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 85 წელი
დიზაინერი ბაადურ ქობლიანიძე. ერთმარკიანი მცირე ფურცელი. მცირე ფურცლის ზომა: 124X73 მმ. საფოსტო მარკის ზომა: 56X33მმ. საფოსტო მარკის ნომინალი 7,50 ლარი. საფოსტო მარკის ტირაჟი 10 000 ცალი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი: N745
2. ივანე ჯავახიშვილი 150 წელი
დიზაინერი გიორგი მამულაშვილი. ერთმარკიანი მცირე ფურცელი. მცირე ფურცლის ზომა 85X54მმ. საფოსტო მარკის ზომა 45X33მმ. საფოსტო მარკის ნომინალი 5,35 ლარი. საფოსტო მარკის ტირაჟი 10 000 ცალი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი: N746
3. ნანა მჭედლიძე 100 წელი
დიზაინერი გიორგი მამულაშვილი. საფოსტო მარკის ზომა 45X33მმ. საფოსტო მარკის ნომინალი 6,0 ლარი. საფოსტო მარკის ტირაჟი 10 002 ცალი. ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი. საფოსტო მარკის ნომერი: N747
სხვა სიახლეები
გერმანიის მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და საინვესტიციო ხარჯები გაზარდა - დეტალები
07.07.2026.19:00
გერმანიის მთავრობამ ორშაბათს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვერსია დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო და თავდაცვის ხარჯების ზრდას. მთავრობის მიზანია, ეკონომიკა დაიცვას არსებული კონფლიქტით გამოწვეული ენერგეტიკული შოკებისა და მრავალწლიანი არასაკმარისი ინვესტიციების უარყოფითი გავლენისგან.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 2030 წლამდე გათვლილ საშუალოვადიან ფინანსურ ჩარჩოს წარმოადგენს, 555.4 მილიარდი ევროს (დაახლოებით 634.2 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობის მთლიან ხარჯებს ითვალისწინებს, ხოლო სესხების საერთო მოცულობა 203.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
2027–2030 წლებში გერმანია 838.2 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის მოზიდვას გეგმავს. ეს შესაძლებელი გახდა გასულ წელს შექმნილი ინფრასტრუქტურის სპეციალური ფონდისა და სახელმწიფო ვალის აღების წესების შემსუბუქების შედეგად.