მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მინდა დიდი სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ენერგეტიკულ ქსელში დამატებით 300 მეგავატი სადგურები დაგვემატება - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

,,ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით" - განაცხადა ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სექტემბრის მონაცემებით, სექტორის წლიური დაკრედიტება 23%-ით არის გაზრდილი.

„მე მინდა განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინდუსტრიაზე - ენერგეტიკის სექტორზე. ვიცით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ამ ინდუსტრიაში, თუმცა, ერთიანი ძალისხმევით და აქ, რა თქმა უნდა კერძო სექტორის როლი ძალიან დიდია - ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ძალიან დიდი და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ამ სექტორში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. ამის ყველაზე ნათელი დემონსტრაცია არის ის, რომ სექტემბრის მონაცემებით, ამ სექტორში დაკრედიტება წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ნდობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ, გაიზარდა ნდობა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და მზარდია მოთხოვნა ჰიდროელექტროსადგურების - მზის, ისევე როგორც ქარის სადგურების მშენებლობაზე" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა სექტორში სიმძლავრეების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს და ასევე გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს.

„მინდა დიდი სიამაყით და სიხარულით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ენერგეტიკულ ქსელში დამატებით 300 მეგავატი სადგურები დაგვემატება, რომლებიც შევლენ ექსპლუატაციაში - რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქართულ, შიდა გენერაციას დამატებით 300 მეგავატი დაემატება. ეს არის სწორედ ის პროპორცია, რომელიც დააკლდება ჩვენი ქვეყნის პოტენციურად საჭირო იმპორტის საჭიროებას ელექტროენერგიის თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანაა ეს დადებითი დინამიკა ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებად ვაქციოთ. აქედან გამომდინარე, შემუშავებული გვაქვს ეკონომიკის განვითარების 10 წლიანი გეგმა, მისი სამოქმედო აქტივობებით. კერძო სექტორის როლი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და მინდა გამოვყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, რომელიც გააერთიანებს არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, გააფართოებს დაფინანსების ინსტრუმენტებს და ხელს შეუწყობს სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას", - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში არსებულ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე.

„ძალიან კარგი მაგალითია ჩვენი სამინისტროს ძალიან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი კერძო სექტორთან და სწორედ თქვენთან დიალოგიდან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა დამატებით ენერგეტიკის სექტორში, კონკრეტულად კი ჰიდროელექტროსადგურების შემდგომი გაძლიერებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით ახალი აუქციონის მოდელის შემუშავებაზე, რომელიც შეეხება სიმძლავრისა და ტარიფის აუქციონს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა