მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

მისასალმებელია, რომ სსფ-ის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის გონივრულობას - ნათია თურნავა

news image
mbc image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.

მისიის ბოლოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, მოხარულია, რომ სსფ-ის მისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა.

„სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციას. მოგეხსენებათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო, 2025 წელს მშპ-სთან მიმართებაში 2.6% შეადგინა. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ხელსაყრელი პირობებია საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების გაგრძელებისთვის. ასევე შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობის არხებით. სავალუტო ფონდმაც თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ გასულ წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა - აღნიშნა ნათია თურნავა.

მან ასევე ისაუბრა ინფლაციურ მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური მოლოდინების თვალსაზრისით, სენტიმენტები კარგად არის მართული. მისივე თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მაღალი მერყეობა და ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი ზეწოლაა.

„ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად", - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯოსებების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.
„ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც, კარგი პროგრესი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს - ილია წულაია

16.09.2026.20:12

Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის ყველაზე ძლიერი სიგნალია, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს, - განუცხადა „ქრონიკას“ „არქის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაიამ. 

წულაიას თქმით, ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება.

„Trump Tower-ის შემოსვლა ქვეყნისთვის არის ყველაზე ძლიერი სიგნალი, რაც შეიძლება საქართველოსნაირმა ქვეყანამ ინვესტორებს გაუგზავნოს. ეს არის გზავნილი მთელი მსოფლიო ინვესტორებისთვის, რომელთაც უძრავ ქონებაში უნდათ ინვესტირება, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო დანიშნულების ადგილი მსოფლიოში.

ისეთ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც იმხელა GDP, მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს, როგორიც საქართველოა, თქვენ ვერ ნახავთ, რომ Trump Tower-ის მსგავსი ბრენდი ან რომელიმე ლუქს ბრენდი შესულიყოს. ეს არის საქართველოსთვის ე.წ. დიდი ნახტომი და დანახვება მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი და საქართველოში ინვესტირება ყველაზე მომგებიანია უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. შეიძლება ითქვას, ყველაზე მომგებიანი მსოფლიოში“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა