მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, მნიშვნელოვანია, თუ საიდან მოდის ეს ინფლაციური წნეხი - ამ ეტაპზე ის ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული | ლაშა ქავთარაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეენარჩუნებინა, ჩვენს მოლოდინთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება, მიმდინარე ინფლაციური წნეხის ძირითადი წყარო კვლავ მიწოდების მხარესაა, რაც მონეტარული პოლიტიკის მხრიდან შედარებით ფრთხილ მიდგომას განაპირობებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, მნიშვნელოვანია, თუ საიდან მოდის ეს ინფლაციური წნეხი. ამ ეტაპზე ის ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული.
ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავების ფონზე, სექტემბრის დასაწყისში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 90 დოლარსაც კი გადააჭარბა. ეს, ბუნებრივია, იმპორტირებული ინფლაციის არხით დამატებით ზეწოლას ახდენს საქართველოში ფასების საერთო დონეზე.
ამასთან, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მიწოდების შოკის გავლენა ინფლაციის შედარებით ხისტ კომპონენტებზე ჯერ კიდევ ზომიერია. კერძოდ, აგვისტოში წლიურმა საბაზო ინფლაციამ 3.6%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.4% შეადგინა, რაც მთლიან ინფლაციაზე, 5.6%-ზე, დაბალი მაჩვენებელია.
ეს მიუთითებს, რომ, მიუხედავად მიწოდების მხრიდან არსებული შოკებისა, მათი გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე და, შესაბამისად, მეორე რაუნდის ეფექტებზე, ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად არ გაძლიერებულა. თუმცა, შოკის გახანგრძლივების შემთხვევაში, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი რისკი, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებისას ყურადღება უნდა მიექცეს.
სწორედ არსებული ფაქტობრივი მონაცემებისა და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ფრთხილ მიდგომას ინარჩუნებს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ის დონეზე შეინარჩუნა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
მისი შეფასებით, მომდევნო პერიოდში მონეტარული პოლიტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება როგორც გეოპოლიტიკური ესკალაციის ხანგრძლივობა, ისე მისი გავლენა საერთაშორისო ენერგო- და სასურსათო ფასებზე.
„შემდგომში მხედველობაში მისაღები იქნება, რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში განახლებული ესკალაცია და რამდენად ძლიერად აისახება ის საერთაშორისო ენერგო- და სასურსათო ფასებზე. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად გადაეცემა მიწოდების მხრიდან მომდინარე შოკი ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასებს და ინფლაციურ მოლოდინებს.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალი გადაწყვეტილებები. თუ აშშ-ის მონეტარული პოლიტიკა უფრო გამკაცრების მიმართულებით წავიდა, განვითარებად ბაზრებზე კაპიტალის ნაკადებისა და სავალუტო კურსების არხით შესაძლოა დამატებით აქტუალური გახდეს დოლარსა და ლარში საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული დიფერენციალი და მისი გავლენა ლარში დენომინირებული აქტივების მიმზიდველობაზე“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 23 - 27 ნოემბერი
23.11.2026.08:13
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 23 - 27 ნოემბერის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
24 ნოემბერი | სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი (2026 წლის III კვარტალი)
24 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემები საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2026 წლის III კვარტალი, წინასწარი)
24 ნოემბერი | ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი)
25 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ბიზნეს სექტორი საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
27 ნოემბერი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის სექტემბერი)
27 ნოემბერი | საჯარო ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების მაჩვენებლები (2026/2027 სასწავლო წელი)
სებ-ის კალენდარი
25 ნოემბერი | სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარით და ევროთი განხორციელებული ოპერაციები
25 ნოემბერი | სხვა დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
25 ნოემბერი | დეპოზიტური კორპორაციების მიმოხილვა
25 ნოემბერი | ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები
25 ნოემბერი | ფინანსური ინსტიტუტები
25 ნოემბერი | დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | ბანკთაშორისი დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | ფიზიკური პირების დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | იურიდიული პირების დეპოზიტები (ნაშთები)
25 ნოემბერი | დეპოზიტები დეპოზიტარების კატეგორიების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | ვადიანი დეპოზიტები, მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადები)
25 ნოემბერი | დეპოზიტები უცხოური ვალუტების მიხედვით
25 ნოემბერი | დეპოზიტების ვადიანობის მაჩვენებლები
25 ნოემბერი | ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები (ნაშთები)
25 ნოემბერი | ბანკების მიერ გაცემული სესხები (ბანკთაშორისი სესხების გარეშე; ნაშთები)
25 ნოემბერი | სამომხმარებლო სესხები (ნაშთები)
25 ნოემბერი | უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები
25 ნოემბერი | სესხები რეგიონების მიხედვით
25 ნოემბერი | სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | სესხები სექტორების მიხედვით (ნაშთები)
25 ნოემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაშთები)
25 ნოემბერი | სესხები მიზნობრიობის მიხედვით (ნაშთები)
25 ნოემბერი | სესხები დებიტორების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | სესხები მოცულობების მიხედვით (ნაკადები)
25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე
25 ნოემბერი | საბაზრო საპროცენტო განაკვეთები შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებზე, საკრედიტო პროდუქტების მიხედვით
25 ნოემბერი | სესხების ვადიანობის მაჩვენებლები
25 ნოემბერი | რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი
25 ნოემბერი | საგადახდო ბარათების რაოდენობა
25 ნოემბერი | საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები
25 ნოემბერი | საგადახდო ბარათების მომსახურება
27 ნოემბერი | რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სტატისტიკა
25 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობა ქვეყნების მიხედვით*
25 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით*