მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის" მოდელით აშენდება.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამი მდგენელი, რაც გულისხმობს შესაბამისი გამოცდილების ქონას მსგავსი ტიპის ტერმინალების ოპერირების, ასევე შესაძლებლობას, რომ მოიზიდონ შესაბამისი ინვესტიციები და შესაძლებლობას, რომ მოიზიდონ შესაბამისი ტვირთები.

„ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ცენტრალურ აზიაში, ზოგადად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩინეთი, ასევე ყურის ქვეყნები, ცენტრალური აზია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები და დასავლელი პარტნიორები დაინტერესებულები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებით და იმისათვის, რომ რისკები შესაბამისად იყოს გადანაწილებული და რა თქმა უნდა დაბალანსებული იყოს ინტერესები, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ამ მოდელით განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მსოფლიოში ნავსადგურების ორი მესამედი სწორედ „ლენდლორდის" მოდელით მოდელით იმართება.

„ლენდლორდის" მოდელი გულისხმობს შემდეგს: რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მფლობელად და შესაბამისად ეს არის ქართული აქტივი, რომელიც მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. და შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისათვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს", - განმარტა თამარ იოსელიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

13.10.2026.19:00

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 615 338.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 025 387.3 ათას დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 8 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 104 838.6 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.77%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

• ფეროშენადნობები - 38 108.6 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 258.5 ათასი დოლარი;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11 826.6 ათასი დოლარი;
• საფრენი აპარატების ნაწილები - 8 039.2 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5 507.9 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აშშ-დან 1 510 500.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 962 900.2 ათასი დოლარის. კლება 23.05%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

• მსუბუქი ავტომობილები - 1 364 131.3 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 44 734.6 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი- 13 049.6 ათასი დოლარი;
• ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7 850.9 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 6 899.6 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა