მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიზანი არის, რომ თითოეული კომპანია თანაბარ პირობებში იყოს, გაჯანსაღდეს სექტორი, გაუმჯობესდეს კონკურენცია, ეს აისახება საოპერაციო ხარჯის შემცირებაზე და საბოლოო ჯამში სამომხმარებლო კალათაზე ფასები შემცირდება - შოთა ბერეკაშვილი

news image
mbc image

პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86%-ს. აღნიშნულ სექტორში, როდესაც საუბარი გვაქვს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე, საშუალო მაჩვენებელი არის 35-დან 45%-მდე, სწორედ ეს მიუთითებს, რომ სტრუქტურული პრობლემა გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ამ კომისიის მიზანია, რომ სტრუქტურულად შეისწავლოს ბიზნესპროცესები და გაერკვეს რა პრობლემებია.

„რა მიზეზებიც შესაძლებელია თეორიულად გამოწვეული იყოს, პირველ რიგში შესაძლებელია ბიზნესებს და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნულ სექტორში მაღალი საოპერაციო ხარჯები აქვთ, შესაძლებელია კაპიტალზე აქვთ პრობლემები და ძვირი უჯდებათ, შესაძლებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზებუნებრივ მაღალ მოგებასაც ჰქონდეს ადგილი, შესაძლებელია სამივე ფაქტორი ერთად იყო, საჭიროა ამ ფაქტორების შესწავლა. ამ კომისიის მიზანია, რომ სტრუქტურულად შეისწავლოს ბიზნესპროცესები, გაერკვეს რა პრობლემებია და თითოეულ შემთხვევაში არსებობს მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია არსებული პროცესები დალაგება .

თუ გვაქვს სიტუაცია, სადაც საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად მაღალია, დაისმება კითხვები რატომ არის მაღალი, რა იწვევს, როგორ შეიძლება ოპტიმიზაცია. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ კაპიტალზე წვდომაზეა პრობლემა, როგორ შეიძლება ეს გაუმჯობესდეს და კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ და თუ გვაქვს შემთხვევა, რომ ზებუნებრივად მაღალ მოგებაზეა საუბარი, საინტერესო იქნება კომერციული კონტრაქტების ნახვა, რა უპირატესობა აქვს ფასწარმოქმნის ჯაჭვში ამ კომპანიებს. 

მიზანი არის, რომ კონკურენტული გარემო შევცვალოთ, რომ თითოეული კომპანია თანაბარ პირობებში იყოს, გაჯანსაღდეს სექტორი, გაუმჯობესდეს კონკურენცია, ეს თავისთავად აისახება საოპერაციო ხარჯის შემცირებაზე და საბოლოო ჯამში სამომხმარებლო კალათაზე ფასები შემცირდება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა