მხარს ვუჭერთ ბანკების კონსოლიდაციას, მოხდა ბაზისის და ლიბერთის გაერთიანება, მათი ბუღალტრული შერწყმაც მოხდება უახლოეს პერიოდში - მესამე მოთამაშე გვყავს საკმაოდ მზარდი და საინტერესო ბაზარზე | ნათია თურნავა
მხარს ვუჭერთ ბანკების კონსოლიდაციას, მოხდა ბაზისის და ლიბერთის გაერთიანება, მათი ბუღალტრული შერწყმაც მოხდება უახლოეს პერიოდში - მესამე მოთამაშე გვყავს საკმაოდ მზარდი და საინტერესო ბაზარზე",- აღნიშნულის შესახებ, დღეს პარლამენტში განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერთ საკითხზე ჰქონდათ კითხვები, თუმცა განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო კომპანია „ტეზერას“ შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზე, რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე, ინფლაციის ტენდენციაზე, არსებული კონფლიქტის პოტენციურ გავლენაზე.
სხვა სიახლეები
2026–28 წლებში ბიზნეს ცენტრების მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფი ტემპით გაიზრდება - Galt & Taggart
27.05.2026.15:30
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,საოფისე უძრავი ქონება თბილისში”აქვეყნებს, სადაც ბაზრის ტენდენციები, მოლოდინები და სამომავლო პერსპექტივები დეტალურადაა გაანალიზებული. ,,2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც ყველაზე დიდი წილი - 55% - კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი ძველ შენობებშია, რაც ბიზნეს ცენტრებს ზრდის და მოიჯარეთა გადმოყვანის პოტენციალს უტოვებს. გასაქირავებელი ბიზნეს ცენტრების მიწოდება კი 19%-იანი წილით, 358 ათასი კვ.მ. იყო. თბილისში გამოკვეთილი ცენტრალური ბიზნეს უბანი არ არის, ბიზნეს ცენტრები კი რამდენიმე უბანშია კონცენტრირებული.
2020 წლამდე მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება შეზღუდული იყო, თუმცა 2020-25 წლებში ამ კლასის ბიზნეს ცენტრების მიწოდება გასამმაგდა. 2026-28 წლებში, დაგეგმილი პროექტების მიხედვით, ბაზარს 100 ათ. კვ.მ დაემატება, ძირითადად მაღალი კლასის მიმართულებით. მოთხოვნას მაღალ კლასში ძირითადად უცხოური კომპანიები, განსაკუთრებით უცხოური ფინანსური და IT სექტორები ქმნის. 2019-25 წლებში IT-ში დასაქმება 120%-ით, ფინანსურ სექტორში კი 29%-ით გაიზარდა. თუმცა 2028-მდე ამ ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, მაშინ როცა მიწოდება სწრაფად იზრდება.
2019-25 წლებში მოთხოვნა მიწოდებაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც ვაკანტურობა 10%-დან 6.6%-მდე შემცირდა. 2026-28 წლებში სურათი შეიცვლება: მიწოდება მოთხოვნაზე ორჯერ სწრაფად გაიზრდება და მოსალოდნელი ვაკანტურობა 16.8%-მდე მოიმატებს. ვაკანტურობის 10%-მდე დასაბრუნებლად ახალი მიწოდების დაპაუზება 2029-31 წლებში იქნება საჭირო. ქირები ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა სამომავლოდ ვაკანტურობის ზრდის ფონზე მცირე კორექცია შესაძლებელია. მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრები კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე ორჯერ ძვირია, ამიტომ მათი ზრდა უფრო მეტად ახალი უცხოური IT კომპანიების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული. საშუალო კლასის ბიზნეს ცენტრებს კი ფასის, მენეჯმენტის, პარკინგის, უსაფრთხოებისა და საერთო სივრცეების გამო კორპუსებიდან მოიჯარეთა გადმოყვანის რეალური პოტენციალი აქვთ”, - აღნიშნულია ანგარიშში.