მნიშვნელოვანია განვითარდეს „ლენდლორდის" მოდელი, რათა ამით ჩვენ პარტნიორი ქვეყნები მოვიზიდოთ გრძელვადიანად - მიხეილ ნამადოვი
მნიშვნელოვანია განვითარდეს ,,ლენდლორდის" მოდელი, რათა ამით ჩვენ პარტნიორი ქვეყნები მოვიზიდოთ გრძელვადიანად - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სხვადასხვა გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მარიამის ინიციატივა, წარდგენილი და ჩვენი ეკონომიკური გუნდის მოქმედება, იყო რაღაცაზე დაფუძნებული. დღეს, ვინმეს საქმე თუ უკეთებია, ხვდებით, რომ მთავარია, საბოლოო მიზანს მივაღწიოთ.
გზადაგზა გჭირდება სტრატეგიის ცვლილება, რომ შენ მიზნამდე მიხვიდე, იმიტომ, რომ ყველაფერი სიბრტყეში არ არის და ყოველთვის ყველა ბრძენი არის თავისი გადმოსახედიდან, მაგრამ პრაქტიკაში როგორ განხორციელდება...
თუმცა ჩემი პირადი აზრი არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩინური ინვესტიცია იქნება, ამერიკული თუ ევროპული. ადგილობრივ ბიზნესს აქვს რესურსი, ჩვენს სამეზობლოს, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ გრძელვადიანი გეგმებით, 10-20 წლის ჭრილში. აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, აქ უნდა შევქმნათ ჩვენ დიდი კომპანიები და გარეთ გავიდეთ, არა პირიქით. ჩვენ შემოვიდეთ, გავიდეთ.
ამიტომ ჩემი ინტერესი პირადიც არის იმაში, რომ განვითარდეს „ლენდლორდის“ პრინციპი, რათა ამით ჩვენ პარტნიორი ქვეყნები მოვიზიდოთ აქ და მათ დააფუძნონ გრძელვადიანად.
სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ ვიყავი უზბეკეთში და მათი მხრიდან მაქსიმალური გამოთხოვა არის ინფორმაციის, როგორ შეიძლება მათ შექმნან გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა, რომ გასასვლელები ჰქონდეთ, იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ მხოლოდ რუსეთზე მიბმა ან ბენდერ-აბასის, ირანზე, არის უტოპია. ისინი საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და მათ სჭირდებათ რამდენიმე არტერია, რომ გავიდნენ გარეთ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
სხვა სიახლეები
როგორია აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
13.10.2026.19:00
საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 615 338.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 025 387.3 ათას დოლარს შეადგენდა.
საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 8 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 104 838.6 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.77%-ით არის გაზრდილი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
• ფეროშენადნობები - 38 108.6 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 258.5 ათასი დოლარი;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11 826.6 ათასი დოლარი;
• საფრენი აპარატების ნაწილები - 8 039.2 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5 507.9 ათასი დოლარი;
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აშშ-დან 1 510 500.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 962 900.2 ათასი დოლარის. კლება 23.05%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
• მსუბუქი ავტომობილები - 1 364 131.3 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 44 734.6 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი- 13 049.6 ათასი დოლარი;
• ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7 850.9 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 6 899.6 ათასი დოლარი.