მნიშვნელოვანია, ინფლაცია იყოს პროგნოზირებადი, რომ ბიზნესმა თავისი საქმიანობა დაგეგმოს - ირაკლი ლექვინაძე
ყოველთვის ვცდილობთ, რომ ამ ფასების ზუსტი ანატომია დავინახოთ, თუ რა განაპირობებს ჩვენთან იმ ფასწარმოქმნას, რაც რეალურად გაგვაჩნია, - ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, სააგენტოს მიერ ფასების მონიტორინგის პროცესი ახლაც გრძელდება და ეს საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ არის.
„თუ ჩვენ ვხედავ არასაბაზრო ფაქტორების გავლენას ფასწარმოქმნებში ასეთ დროს მინიმუმ გაქვს კონსულტაციები სექტორთან რათა გავიგოთ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. თუ არასაბაზრო ფაქტორების გავლენა და წილი დიდია ბუნებრივია ვმოქმედებთ იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც კონკურენციის სფეროში საქართველოს გააჩნია და მისი მთავარი მიზანია სამართლიანი ფასების უზრუნველყოფა. არა დაბალი ფასების უზრუნველყოფა, არამედ სამართლიანი ფასების უზრუნველყოფა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი ვართ საწვავზე და ძალიან ბევრ პროდუქტებზე. გლობალური პროცესების გავლენა დიდია.
ბევრი რამის შედარება შეიძლება დროში, მაგრამ კონტექსტის გარეშე მხოლოდ ფასების შედარება არის დიდი სურათის დაკარგვა. 2012 წლიდან დღემდე რამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმა გაიარა მსოფლიომ, პანდემია და სოციალური ფაქტორები. მიუხედავად ამ გლობალური ფაქტორებისა, კარგად ხედავ როგორი ინფლაციური პროცესებია მსოფლიოში.
ზოგადად ინფლაცია და ფასების ზრდა ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია. მთავარია ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მეტი ვიდრე გაქვს ინფლაცია. მთავარია ნომინალური და დასაქმებულთა ხელფასების ზრდა იყოს იმაზე მეტი ვიდრე გაქვს ფასების ზრდა. მთავარია ინფლაცია იყოს პროგნოზირებადი. როდესაც წლის ბოლოს გვეტყვიან, რომ სამიზნე არის 1, 2 ან 3 % ბიზნესისთვის ეს არის მყარი ნიშნული თუ როგორ დაგეგმოს საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826