მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ისე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. მინისტრმა მოქალაქეებს ორივე მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დღეა და უმნიშვნელოვანესია თითოეული ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ფაქტობრივად ყველა რეგიონში ვაორგანიზებთ. საზეიმო აქტივობებში მონაწილეობს ადგილობრივი ბიზნესი. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ და მოახდინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია. გარდა ამისა, ქვეყანაში უკვე აქტიური ტურისტული სეზონია და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურებსაც ვუმასპინძლებთ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე - მარიამ ქვრივიშვილი

26.05.2026.17:21

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიძლიერე. თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელშესახები გახდეს ის კეთილდღეობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე 26 მაისის სადღესასწაულო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, 26 მაისი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის სიმბოლოა. მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ასევე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის გვახსენებს ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ძლიერი სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობას. მინდა, ჩვენს სამშობლოს ვუსურვო ეკონომიკური სიძლიერე, მტკიცე თავისუფლება და ერთიანობა.

მიმაჩნია, რომ წელს განსაკუთრებული წელია, რადგან ორმაგ დღესასწაულს აღვნიშნავთ - ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. მინდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივულოცო ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი და კიდევ ერთხელ ვუსურვო თითოეულ მათგანს თავისუფალ, ერთიან და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა