მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მნიშვნელოვანია, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, დავეხმაროთ საერთაშორისო და შიდა ინვესტორებს, რომ შეიქმნას დასაქმების მეტი ადგილი ჩვენს ქვეყანაში - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის დილის“ რუბრიკაში „ბიზნეს ინსაიდერი“ საერთაშორისო და შიდა ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, ისე ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობას.

„მნიშვნელოვანია, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეფექტურად უზრუნველვყოთ კომფორტული, გამჭვირვალე საინვესტიციო გარემო, გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და დავეხმაროთ საერთაშორისო და შიდა ინვესტორებს იმისთვის, რომ შეიქმნას დასაქმების მეტი ადგილი ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგი და დადებითი დინამიკა შეინიშნება ამ კუთხით”, - განაცხადა მინისტრმა.

მან მსხვილი ინვესტიციების კონკრეტულ მაგალითებზე - „ჯორჯია მეტალისა“ და „ემაარის“ პროექტებზე ისაუბრა.

„ჯორჯია მეტალის“ საწარმოს გახსნაზე ვიმყოფებოდით, 80 მილიონ დოლარზე მეტია უკვე დახარჯული, შეიქმნა 400-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, რითაც უზრუნველყოფა მოხდება, რომ ფაქტობრივად, სამშენებლო მასალების წარმადობა წელიწადში 400 000-ზე მეტი იქნება, რაც არის ზუსტად ის მოცულობა, რითაც შემცირდება იმპორტის საჭიროება.

ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, არის გავაძლიეროთ თითოეული სექტორი, ამ სექტორში შესაძლებლობა იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის რესურსი - რა შეგვიძლია, მეტად განვავითაროთ და რა არის თუნდაც, ის საჭიროებები, რაც დაგვრჩება იმპორტისთვის.

მეორე მხრივ, საერთაშორისო ინვესტიციებთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ინტერესია „ემაარის“ ინვესტიციის მიმართ. ეს არის ისტორიული სიდიდის პროექტი მათ შორის ინვესტიციის კუთხით - 6,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია არის დადასტურებული „ემაარის“ მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ორ უმსხვილეს პროექტზე - გონიოსა და დედაქალაქში, კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად, 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული. ეს იქნება უდიდესი ორი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, განთავსების ობიექტებს, ისევე, როგორც სხვა კომერციულ სივრცეებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კომპანია „ემაართან“, პირადად მე, რა თქმა უნდა, დამფუძნებელთან. ჩვენი გუნდები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ფაქტობრივად, პროექტი უკვე სრულყოფილია იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდგომ ნაბიჯებზე. დღეს გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. მათ შორის, დაწყებულია არაერთი კვლევა, პროექტირება”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი შეფასებით, „ემაარის“ პროექტი სხვა მსხვილი ინვესტორისთვისაც მნიშვნელოვანი სტიმულია.

„ეს იყო დიდი სტიმული მათ შორის სხვა ინვესტორებისთვისაც, განსაკუთრებით ყურის ქვეყნებისთვის. ამან ძალიან გააძლიერა ჩვენი ქვეყნისადმი ნდობა, ნდობა იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილური საინვესტიციო გარემო, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის პოზიტიური. რა თქმა უნდა, ასეთი მსხვილი ინვესტორის ასეთი მოცულობის თანხით შემოსვლამ გამოიწვია მსხვილი ინვესტორების დაინტერესება არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა მინისტრმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა