მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი საწარმოებისა და ინდუსტრიების შექმნა, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესზე დიდი გადაცემის ეფექტი ექნებათ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი
მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი საწარმოებისა და ინდუსტრიების შექმნა, რომლებსაც მცირე და საშუალო ბიზნესზე დიდი გადაცემის ეფექტი ექნებათ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
„სწორად აღნიშნეთ, კორპორაციის ერთ-ერთი ფუნქციაც, რაც განუსაზღვრა მას საქართველოს მთავრობამ, არის ის, რომ კორპორაციამ ითამაშოს კატალიზატორის და შემკვრელის როლი, როდესაც საქმე ეხება მსხვილ სტრატეგიულ პროექტებს, და წარმოადგინოს სახელმწიფო ამ მსხვილ სტრატეგიულ პროექტებში იმ დონეზე, რა დონეზეც საჭირო იქნება ამ პროექტების განხორციელებაში კორპორაციის ჩართულობა.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია ენერგეტიკა და ვიცით, რომ გვაქვს რამდენიმე მსხვილი სტრატეგიული ენერგოობიექტი, რომლის განვითარებასაც გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა, და ამ პროექტებში კორპორაცია ჩაერთვება როგორც შემკვრელი, წარმოადგენს სახელმწიფოს, დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და მოახდენს, რომ კერძო ინვესტიციის მობილიზებაც მოახერხოს პროექტებში, სახელმწიფოს ინვესტიციაც, თუ საჭირო იქნა, განახორციელოს და მართოს აღნიშნული პროცესი.
ამ მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს რამდენიმე კრიტერიუმით ვსაზღვრავთ, წეღანაც აღვნიშნეთ, რომელიც ავითარებს და ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. მაგალითად, იქნება ეს ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც აუცილებელი დარგი და სექტორია, იქნება ეს ექსპორტის პოტენციალის ზრდის მიმართულებით, თუ, მაგალითად, მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილების შექმნის მიმართულებით, ან ისეთი დარგების განვითარების მიმართულებით, რომლებიც ქვეყანაში არ არსებობს და სადაც საქართველოს მთავრობა ხედავს პოტენციალს იმისა, რომ აღნიშნული დარგების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გადაცემის ეფექტების უფრო მეტად განვითარებას.
იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს და შეიქმნას ისეთი საწარმოები და ისეთი ინდუსტრიები, რომლებსაც ექნებათ დიდი გადაცემის ეფექტი, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, და ზუსტად ასეთი პროექტები გვესახება ჩვენ როგორც სტრატეგიული პროექტები“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
სხვა სიახლეები
მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა | საქსტატი
23.10.2026.11:09
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 66.2 პროცენტით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.7 პროცენტი).
2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 5.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 7.0 პროცენტით.