მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ 2029 წლისთვის პორტი სრულ ოპერირებაში შევიდეს | თამარ იოსელიანი
„მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ 2029 წლისთვის პორტი სრულ ოპერირებაში შევიდეს" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე რკინიგზისა და გზის კომპონენტი.
„რკინიგზის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 2029 წლისთვის რკინიგზის ცენტრალურ ქსელს დაუერთდეს ანაკლიის ნავსადგური და მოვახდინოთ ერთიან ეროვნულ ქსელში ანაკლიის ნავსადგურის ჩართვა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2026 წელი ამ კუთხით გამორჩეულია.
„საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა და წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კვანძს და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ის ციფრები, რომელიც ზოგადად დერეფანში გვაქვს. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წელი გამორჩეული და რეკორდულია - 10 თვის მონაცემებით, ყველა სახეობის ტრანსპორტსა და, შესაბამისად, ტვირთების ყველა კატეგორიაში მატება გვაქვს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2040 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაოთხმაგდება და, შესაბამისად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები უკვე ჩაშვებულია.
„გამოვყოფდი ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და ამ პროექტის მიმდინარეობას, რაც აკავშირებს სრულიად შუა დერეფანს შავ ზღვასთან და შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო, თავის მხრივ, დგამს შესაბამის ნაბიჯებს"- ამბობს თამარ იოსელიანი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826