მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური მონაწილეობა შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი

news image
mbc image

ჩემთვის დიდი პატივია დავბრუნდე საქართველოში და მონაწილეობა მივიღო ამ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში. საქართველო არის არა მხოლოდ საზღვაო ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ელემენტს, განსაკუთრებით, მეზღვაურებთან მიმართებით, - განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა ბათუმში, საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც IMO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს მის მუშაობაში. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფნის განვითარების პროცესში.


„ჩვენ ვიდეოში ვიხილეთ, რომ 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ხდება პორტში, ინფრასტრუქტურაში. ის ფაქტი, რომ 20%-ზე მეტად იზრდება ტვირთების დამუშავება, უკვე მიმდინარე წელს აღინიშნა ეს ზრდა, როდესაც მსოფლიოში პრობლემებია, ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაკავშირებადობა მულტიმოდალურ ტრანსპორტირებაში საქართველოდან და რეგიონიდან, სადაც გადაზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური მონაწილეობა შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, - განაცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა.

სიტყვით გამოსვლისას არსენიო დომინგესმა საერთაშორისო საზღვაო სექტორში არსებულ გლობალურად მნიშვნელოვან თემებზე, საზღვაო მმართველობის მთავარ საკითხებსა და გამოწვევებზე ილაპარაკა, მათ შორის სხვადასხვა რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 40 000 კვალიფიცირებული მეზღვაურის დეფიციტი გვექნება და ეს მიმართულება საქართველოს მხრიდან 20 000 მეზღვაურის მიწოდებით გაიზრდება მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს. ეს გახლავთ მე-10 წელი, რაც ეს ფორუმი ტარდება, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება იმის თვალსაზრისით, თუ ყოველ წელს როგორ რთავთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს მეზღვაურთა საქმიანობაში და ინარჩუნებთ არა მხოლოდ კარგ ურთიერთობებს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციასთან, არამედ ყველა რეგიონულ პარტნიორთან და ასევე მათ მიღმა“, - განაცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

07.09.2026.19:56

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა